Magdalena Posted October 28, 2019 Share Posted October 28, 2019 ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ სამომავლო სერვერულ 10-ნანომეტრიან Ice Lake-SP პროცესორებს 26 ბირთვზე მეტი არ ექნებოდათ. 14-ნანომეტრიანი Cooper Lake-SP სერიის პროცესორებს აქვთ 48 ბირთვი, თუმცა არ უზრუნველყოფენ PCI Express 4.0-ის მხარდაჭერას Lake-SP-ისგან განსხვავებით. როგორც უკვე ვიცით, Intel-ის ხელმძღვანელობამ 10-ნანომეტრიანი Ice Lake-SP-ის დებიუტი გადადო 2020 წლის მეორე ნახევრამდე. ამჟამად კი გახმაურდა ცნობები, რომლის თანახმადაც ეს გადავადება პროცესორებს სასარგებლოდ წაადგა. ინტერნეტ-წყაროები აქტიურად განიხილავენ და გვიზიარებენ დოკუმენტებს, სადაც აღწერილია Ice Lake-SP პროცესორების მახასიათებლები და მათი ანონსის თარიღი - 2020 წლის მესამე კვარტალი. აგრეთვე მოხსენიებულია 38 ბირთვის არსებობა P+ (LGA 4189) სოკეტის მქონე პროცესორში. პროცესორების სიხშირეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერი ითქმის, თუმცა ფაქტია, ბირთვების რაოდენობა გაიზარდა გაზაფხულის ანონსთან შედარებით. აღვნიშნავთ, რომ კომპანია Intel თავისი Ice Lake-SP სერიის წარმოების შეფერხების მიზეზად ასახელებს აუცილებლობას - დარეგულირდეს შიდა კონკურენცია და თანაბრად გადანაწილდეს სადებიუტო მოწყობილობების წილი სერვერულ ბაზარზე მთელი 2020 წლის განმავლობაში. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არსებობს კონსპირაციული მოსაზრება, რომ Intel-ს უბრალოდ სურს დრო მოიგოს, რათა გააუმჯობესოს მახასიათებლები თავის 10-ნანომეტრიან პროცესორებში. https://overclockers.ru/hardnews/show/99941/otsrochka-poshla-na-polzu-processory-intel-ice-lake-sp-predlozhat-do-38-yader Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.