Jump to content
Magdalena

დასახელდა ყველაზე მძლავრი Android-სმარტფონები

Recommended Posts

პროგრამული უზრუნველოფა AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს Android-სმარტფონების წარმადობის რეიტინგი. სიაში შევიდა მოდელები, რომელთა ტესტირებაც ბენჩმარკზე გასულ თვეში მოხდა. პირველი ცხრა ადგილი დაიკავეს სმარტფონებმა, რომლებიც აგებულია Snapdragon 855 და Snapdragon 855 Plus პროცესორების ბაზაზე, მხოლოდ მეათე ადგილი ერგო Kirin 990-ზე მომუშავე სმარტფონს. 

image.png 

პირველი და მეორე ადგილები დაიკავა კომპანია Vivo-ს ფლაგმანებმა. ლიდერი გახლავთ NEX 3 5G მოდელი 8/256 გბ მდიფიკაციით. მისმა ქულებმა 483 427 შეადგინა. დაახლოებით 2 ათასი ქულით ჩამორჩება მას გეიმინგ სმარტფონი vivo iQOO Pro 5G ასევე 8/256 გბ მეხსიერებით. მესამე ადგილზე აღმოჩნდა ASUS ROG Phone II - 473917 ქულით. მისი მეხსიერების მოცულობა 8/128 გიგაბაიტია. 

მომდევნოა კიდევ ერთი გეიმინგ სმარტფონი Xiaomi Black Shark 2 Pro. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 12 გბ-ა, ფლეშ-მეხსიერების მოცულობა კი - 256 გბ. მას მოსდევს Xiaomi Mi 9 Pro 5G - 8/256 გბ მეხსიერებით. 

შემდეგი გახლავთ Meizu 16s Pro – 8/128 გბ. მან უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური სმარტფონი Redmi K20 Pro Exclusive Edition, რომლის მეხსიერება 12/512 გიგაბაიტს შეადგენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ჩამოთვლილი ყველა სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ცალკრისტალიან სისტემა Snapdragon 855 Plus-ზე. 

image.png 

რეიტინგი გრძელდება Snapdragon 855 მობილური პროცესორის მქონე მოწყობილობებით: ესენია Samsung Galaxy Note 10 Plus 5G 12/256 გბ მეხსიერებით, მომდევნო კი - OnePlus 7 Pro - მეხსიერების იდენტური კომპლექტაციით. ათეულში ბოლო ადგილზეა Huawei Mate 30 Pro 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 სამომხმარებლო მეხსიერებით. იგი მუშაობს საფირმო 7-ნანომეტრიან პროცესორ Kirin 990-ის ბაზაზე და აღიარებულია საუკეთესო კამერაფონად. 

  • Like 1
  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...