Magdalena Posted October 2, 2019 Share Posted October 2, 2019 Microsoft-მა დააანონსა Windows Virtual Desktop - ახალი სერვისი Azure-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს სრულ ვირტუალურ მრავალმომხმარებლიან Windows 10-ს Office 365 ProPlus-თან ერთად. კომპანია აცხადებს, რომ სერვისი უზრუნველყოფს წვდომას Microsoft Store-სა და ჩვეულებრივ ბიზნეს-აპლიკაციებთან, რომელთა ორგანიზებაც მოახდინეს მწარმოებლებმა თავიანთი მომხმარებლებისთვის. Microsoft ასევე აღნიშნავს, რომ გეგმაში აქვს დიდი ეკოსისტემის შექმნა: Citrix, CloudJumper, FSLogix, Lakeside Software, Liquidware, People Tech Group და ThinPrint უკვე მუშავდება სერვისში ინტეგრაციისთვის. „ვირტუალური დესკტოპის“ იდეა აგრეთვე ახდენს სტრიმინგ თამაშებისა და ვიდეოსერვისების თანამედროვე ტენდენციის განვითარებას. როგორც ცნობილია, პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. Windows Virtual Desktop-ის გამოყენებისას გამორკვეული იქნება მომხმარებლის ადგილმდებარეობა, რათა მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს მასთან არსებულ უახლოეს მონაცემთა ცენტრში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სერვისი შეერთებულ შტატებში ამოქმედდებოდა, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩაერთვებოდა სხვა ქვეყნებიც. თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა. როგორც WVD-ის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, სერვისის წინასწარ ვერსიაზე 20 ათასზე მეტმა კომპანიამ გააკეთა შეკვეთა. პარალელურად, სერვისმა Microsoft Teams-მა გაფართოებული მხარდაჭერა მიიღო WVD-ის ფარგლებში. უამრავ კომპანიას საკუთარი რესურსები ქლაუდზე გადააქვს. ეს საშუალებას იძლევა დაიზოგოს რესურსი, რადგანაც საჭიროა სისტემის მხოლოდ ერთხელ მომართვა. დანარჩენი Microsoft-ის ტექნოლოგიური მხარდაჭერის საზრუნავია. მეორე მხრივ, WVD-ისა და სხვა მსგავსი სერვისების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც ნებისმიერი სახის დარღვევა ინტერნეტ-კავშირის მუშაობისას ავტომატურად ტოვებს მომხმარებელს საქმიანობის შესაძლებლობის გარეშე. Microsoft აღნიშნავს, რომ Windows-ის ამოქმედება და მასშტაბირება Azure-ში Office-თან ერთად მხოლოდ რამდენიმე წუთს წაიღებს. კომპანიამ მოახდინა დემონსტრირება, რომ ვირტუალური დესკტოპის გამოყენება შესაძლებელია ისეთ მოწყობილობაში, როგორიცაა Microsoft Surface - სენსორული ეკრანითა და ხმოვანი დამხმარე Cortana-თი. https://3dnews.ru/994894 https://nota.press/software/windows-virtual-desktop-ot-microsoft-pozvolyaet-zapuskat-windows-10-v-oblake/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.