Magdalena Posted September 25, 2019 Share Posted September 25, 2019 კომპანია Google-მა წარადგინა ასობით აპლიკაციის გამოსაწერი სერვისი თვეში ხუთ დოლარად. შესაძლებელი იქნება ამ აპლიკაციების გაზიარება ოჯახის წევრებისთვისაც. აპლიკაციებისა და თამაშების ავტორები თავიანთ წილს მიიღებენ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად ისარგებლებს მომხმარებელი კონკრეტულად მათი კუთვნილი პროდუქტით. სერვისი სახელად Play Pass ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი და უახლოეს თვეებში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. სერვისის შემადგენლობაში შევა 350-ზე მეტი აპლიკაცია და თამაში. Google-ის შემოთავაზება დაანონსდა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა კონკურენტების მსგავსი სერვისები - Apple Arcade და Xbox Game Pass Ultimate. პირველ მსურველებს შეეძლებათ სერვისით უფასოდ ისარგებლონ პირველი ათი დღის განმავლობაში. შემდეგ კი წლის განმავლობაში გამოწერის ღირებულება თვეში ორი დოლარი იქნება. Apple Arcade-ის მსგავსად Google-ის სერვისი გთავაზობთ აპლიკაციებს რეკლამებისა და შესყიდვების შემოთავაზებების გარეშე. თუმცა Google-ის ვარიანტი მაინც განსხვავდება Apple-ისა და Microsoft-ის სერვისებისგან, რადგანაც მის შემთხვევაში შემოთავაზებულია არა მხოლოდ თამაშები. სერვისში შემავალი ბევრი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ში, მათ რიცხვში შედის Terraria, Stardew Valley, Limbo, Mini Metro, Star Wars: Knights of the Old Republic, Lichtspear, Facetune, AccuWeather. სერვისის შემადგენელი 2/3 ნაწილი თამაშები იქნება, 1/3 კი - აპლიკაციები. ყოველ თვეში სერვისს სიახლეები დაემატება. მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი სერვისი გაუზიარონ ოჯახის ხუთ წევრს. Google იმედოვნებს, რომ მისი შემოთავაზება მიმზიდველი იქნება. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/30290/google-predlagaet-podpisku-na-350-androidprilozhenij-i-igr-za-5-v-mesjac Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.