Magdalena Posted September 23, 2019 Share Posted September 23, 2019 კომპანია Google-მა თავისი აპლიკაციების მარკეტიდან წაშალა ორი პროგრამა, რომლებიც ჯამში მილიონნახევარზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული. ეს აპლიკაციები თანხის გამომუშავებას ახდენდნენ მოძრავი რეკლამების საშუალებით. მათზე დაჭერისას აპლიკაციის ავტორები გარკვეულ თანხას იღებდნენ. ჩანდა ისე, თითქოს ამით მომხმარებლები არ ზარალდებოდნენ, თუმცა ეტაპობრივად გამოჩნდა ბატარეისა და სისტემური რესურსების დაცლის ფაქტი, რომლის გამოც მოწყობილობა ნელ-ნელა დეგრადაციას განიცდიდა. აპლიკაცია კომპანია Wandera-მ აღმოაჩინა. პროგრამა, სახელად Sun Pro Beauty Camera მომხმარებლებმა მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, Funny Sweet Beauty Selfie Camera კი - დაახლოებით 500 ათასჯერ. თუკი ეს აპლიკაციები თქვენს სმარტფონშიცაა, ჯობს მათგან გათავისუფლდეთ. როდესაც აპლიკაციების დაინსტალირება ხდება, მათი icon-ები აპლიკაციების ჩამონათვალიდან იკარგება. მხოლოდ აიკონის წაშლისას აპლიკაცია მაინც აგრძელებს რეკლამების ჩვენებას ფონურ რეჟიმში. Sun Pro Beauty Camera-ს დაყენების შემდეგ აპლიკაცია განახებთ მთელ ეკრანზე გაშლილ რეკლამას და მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. App-Store-ში მოცემულია გამოხმაურებები ზემოთხსენებული აპლიკაციების საზიანო მოქმედების შესახებ, თუმცა მომხმარებლები უმეტესად არც აქცევენ წარწერებს ყურადღებას პროგრამების დაყენების წინ. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/30242/dva-androidprilozhenija-rekomenduetsja-nemedlenno-udalit Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.