Magdalena Posted September 21, 2019 Share Posted September 21, 2019 კომპანია Eco Wave Power-მა (EWP) დაიწყო მზის საზღვაო ჰიბრიდული ბატარეების ტესტირებები. ზღვის ელექტროსადგურები, რომლებიც მზის პანელებისგან შედგება, გამოიმუშავებენ მეტ ენერგიას კონსტრუქციის ფართობის გაზრდის გარეშე - აცხადებენ EWP-ის წარმომადგენლები. 2012 წელს EWP-მა წარადგინა ტალღების ენერგიის შემგროვებელი სისტემა - იგი უკვე დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს იაფოს პორტში, ისრაელში. ამჟამად კი კომპანიამ გადაწყვიტა სისტემის გაუმჯობესება და ტალღების ენერგიის ბატარეაზე მზის პანელები განათავსა. კომპანიის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შექმნილი სისტემა საშუალებას იძლევა გამომუშავდეს უფრო მეტი ელექტროენერგია მასშტაბების გაზრდისა და იმ დამატებითი დანახარჯების გარეშე, რომლებიც დაკავშირებულია მიწის შეძენასთან ან ქირაობასთან, სადაც მზის ბატარეები უნდა განთავსდეს. EWP-მა გამოგონებაზე საპატენტო განაცხადი შეიტანა, რამაც უკვე წარმატებით გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი. კომპანია გეგმავს უახლოეს მომავალში მოახდინოს იაფოს პორტში არსებული სისტემის მოდერნიზაცია, აგრეთვე ახალი სატესტო სისტემა დააყენოს გიბრალტარზე საკუთარ პლატფორმაზე. https://hightech.fm/2019/09/20/sun-waves Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.