Jump to content

დაანონსდა ლუქს-კლასის სმარტფონი Porsche Design Huawei Mate 30 RS


Recommended Posts

ტრადიციისამებრ, სტანდარტულ Mate სერიის ფლაგმანებთან ერთად Huawei-მ წარადგინა სმარტფონის ლუქს ვერსია. ამჯერად ეს გახლავთ Porsche Design Huawei Mate 30 RS 

image.png

მოწყობილობას Kirin 990 პროცესორი აქვს ინტეგრირებულ 5G მოდემთან ერთად, ასევე 4500 მა/სთ. მოცულობის ბატარეა სწრაფი დატენვით, 6.53-დუიმიანი, 88-გრადუსით ფარგლებიდან გადასული OLED ეკრანი, ძირითადი კამერა 40+40+8 მეგაპიქსელიანი მოდულებითა და სამმაგი ოპტიკური ზუმით. ToF 3D კამერა უზრუნველყოფს ფოტოება ვიდეოებში ფონის გაბუნდოვნებას რეალური დროის რეჟიმში, აგრეთვე შერეული რეალობის მხარდაჭერას. 

 image.png

სმარტფონის მთელი უკანა პანელი ტყავითაა დაფარული, მხოლოდ ცენტშია მოცემული მინის გრძელი ვერტიკალური ჩანართი. მოწყობილობის წინა პანელი მთლიანად მინისაა. ეკრანის გაფართოებაა 1176 х 2400 პიქსელი. ჭრილში განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და სახის 3D ამომცნობი სისტემის ელემენტები, ეს სისტემა Apple-ის Face ID-ის ანალოგიურია. 

image.png 

ორიგინალი Huawei Mate 30 Pro-სგან განსხვავებით Porsche Design Huawei Mate 30 RS მოდელის მეხსიერების მოცულობა შედარებით მეტია: ფლეშ-მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 512 გიგაბაიტია, ოპერატიული მეხსიერებისა კი - 12 გბ. 

ჩინურმა კომპანიამ ჯერჯერობით გვერდი აუარა საკითხს - გამოეცხადებინა სუპერფლაგმანის გაყიდვის თარიღი, სამაგიეროდ გახმაურდა მისი ფასი: ლუქს კლასის სმარტფონი 2095 ევრო ეღირება, იგი გამოვა ორი ფერის ვერსიაში - წითელი და შავი.   

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.