Magdalena Posted September 20, 2019 Share Posted September 20, 2019 ახალი, 2019 წლის Switch-ის მთავარი სიახლე გაუმჯობესებული ავტონომიური მუშაობაა: დატვირთვის დონის მიხედვით კონსოლის პირველი ვერსია 3-დან 6 საათამდე მუშაობს, განახლებული კი, მწარმოებლის განცხადებით - 4-9 საათი. როგორ მიიღწევა გაზრდილი სამუშაო პროცესი, კომპანია არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ცნობებით ეს არის NVIDIA Tegra X1 ჩიპზე გადასვლის დამსახურება. იგი საფუძვლად უდევს კონსოლს და წარმოებულია FINFet ტექნოლოგიით. ამ მხრივ Nintendo-მ მიბაძა Microsoft-სა და Sony-ს, რომელთაც უკვე გამოიყენეს იგი Xbox One S-ისა და PlayStation 4 Slim-ის წარმოებისას. კონკურენტების კონსოლები განახლებისას შეიცვალნენ ზომებსა და დიზაინში, ახალი Switch კი აბსოლუტურად ისევე გამოიყურება, როგორც ძველი, ორიგინალი მოდელი - გარეგნული იერსახე, ზომები და კომპლექტაცია იდენტურია. მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ნიშანი - ეს არის მკვეთრი წითელი ფონი შეფუთვის წინა მხარეს. მეორე განმასხვავებელია მოწყობილობის კოდი. ძველი მოდელის კოდია HAC-001, ახალი კი მარკირებულია, როგორც HAC-001(-01). „ჯოიკონების“ ნომრებიც განსხვავებულია - ძველი მოდელების კორპუსზე მითითებულია HAC-A-JCL-C1 და HAC-A-JCR-C1, ახლებზე კი - HAC-A-JCL-C3 და HAC-A-JCR-C3. უცნობია, რას ნიშნავს ეს ციფრები - Nintendo-ს კონტროლერების შესახებ არაფერია გაჟღერებულა. რაც შეეხება ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას, შედეგები ამგვარად გამოიყურება: Switch HAC-001(-01) 2019 წ. The Legend of Zelda: Breath of the Wild Stardew Valley ეკრანის სიკაშკაშე 50 % 5 საათი 8 სთ, 23 წუთი ეკრანის სიკაშკაშე 100 % 4 საათი და 6 წუთი 7 სთ, 11 წუთი საერთო ჯამში, განახლების შედეგად ჩვენს წინაშეა ფაქტობრივად იგივე კონსოლი, თუმცა ბევრად გაზრდილი ავტონომიური მუშაობის დროით. თუკი ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პასუხი კითხვაზე - შევიძინო თუ არა, ნათელია. https://3dnews.ru/994266 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.