Magdalena Posted September 16, 2019 Share Posted September 16, 2019 კომპანია IBM-მა წარადგინა ახალი მეინფრეიმი z15 და მასთან ერთად სანახი სივრცეების სერია DS8900F. ახალი მოწყობილობები დიდი მოცულობისაა, აგრეთვე შეუძლიათ უზრუნველყონ წინამორბედებზე უფრო მაღალი სიჩქარით წვდომა მონაცემებზე. წინა თაობის მოწყობილობები იყო ჰიბრიდული სერია DS8880-ის პროდუქტები. DS8900F სერიის საცავები აგებულია IBM POWER9 პროცესორებზე და აქვთ 5,9 პეტაბაიტამდე მოცულობა. SSD-ების მოცულობა 800 გიგაბაიტიდან 15,36 ტერაბაიტამდე მერყეობს. შედარებისთვის, DS8880 სერიის საცავები წარმოდგენილი იყო 4,6 პეტაბაიტამდე მეხსიერებით, საიდანაც მხოლოდ 614 ტერაბაიტი მოდიოდა SSD-ზე. DS8900F-ში გამოიყენება ინტერფეისი Fibre Channel სიჩქარით - 16 ან 32 გბიტი/წმ. თანამედროვე ინტერფეისი NVMe-over-Fabrics (NVMe-oF) კი სამწუხაროდ მხარდაჭერილი არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი სანახი სივრცის შემთხვევაში შეფერხების მაჩვენებელი მხოლოდ 18 მილიწამია საფირმო ტექნოლოგია zHyperLink-ის გამოყენებისას, მის გარეშე კი ეს მაჩვენებელი 90 მილიწამს შეადგენს. IBM აღნიშნავს, რომ ახალ მოწყობილობებში 50 %-ითაა შემცირებული ტრანზაქციის შესრულების დრო DB2 დატვირთვაზე, 60 %-ითაა გაზრდილი IOPS მაჩვენებელი და 150 %-ით მოიმატა მონაცემებზე წვდომის სიჩქარემ. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში კომპანია ამ მაჩვენებლებს წინა თაობის მოწყობილობებს ადარებს. IBM ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და საიმედოობის დონის მატებას თავის ახალ მოწყობილობებში. ტექნოლოგია IBM Safeguarded Copy უზრუნველყოფს მთავარი სისტემისგან დაფარული მონაცემების ასლების შექმნას, რომლებიც გამიზნულია მათი შემთხვევით ან ვირუსული შეტევების დროს დაკარგვისას აღდგენისათვის და ა.შ. აგრეთვე შესაძლებელია მოწყობილობის დაკავშირება ნებისმიერ ქლაუდ-სერვისთან სარეზერვო კოპირებისათვის. DS8900F მოწყობილობებში გამოყენებულია ინტელექტუალური ქლაუდ-მონიტორინგის ტექნოლოგია Storage Insights. იგი პასუხისმგებელია სისტემის მდგომარეობაზე, მოცულობასა და წარმადობაზე, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია განსაზღვროს და წინასწარ გადმოსცეს ინფორმაცია პოტენციური პრობლემების შესახებ. https://servernews.ru/994025 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.