Jump to content

IBM-მა წარადგინა დიდი მოცულობის მქონე და სწრაფი მონაცემთა სანახი სივრცეები all-flash DS8900F


Recommended Posts

კომპანია IBM-მა წარადგინა ახალი მეინფრეიმი z15 და მასთან ერთად სანახი სივრცეების სერია DS8900F. ახალი მოწყობილობები დიდი მოცულობისაა, აგრეთვე შეუძლიათ უზრუნველყონ წინამორბედებზე უფრო მაღალი სიჩქარით წვდომა მონაცემებზე. წინა თაობის მოწყობილობები იყო ჰიბრიდული სერია DS8880-ის პროდუქტები. 

image.jpeg 

 

DS8900F სერიის საცავები აგებულია IBM POWER9 პროცესორებზე და აქვთ 5,9 პეტაბაიტამდე მოცულობა. SSD-ების მოცულობა 800 გიგაბაიტიდან 15,36 ტერაბაიტამდე მერყეობს. 

შედარებისთვის, DS8880 სერიის საცავები წარმოდგენილი იყო 4,6 პეტაბაიტამდე მეხსიერებით, საიდანაც მხოლოდ 614 ტერაბაიტი მოდიოდა SSD-ზე. 

image.jpeg 

DS8900F-ში გამოიყენება ინტერფეისი Fibre Channel სიჩქარით - 16 ან 32 გბიტი/წმ. ანამედროვე ინტერფეისი NVMe-over-Fabrics (NVMe-oF) კი სამწუხაროდ მხარდაჭერილი არ არის. აქვე აღსანინავია, რომ ახალი სანახი სივრცის შემთხვევაში შეფერხების მაჩვენებელი მხოლოდ 18 მილიწამია საფირმო ტექნოლოგია zHyperLink-ის გამოყენებისას, მის გარეშე კი ეს მაჩვენებელი 90 მილიწამს შეადგენს. 

image.jpeg 

 

IBM აღნიშნავს, რომ ახალ მოწყობილობებში 50 %-ითაა შემცირებული ტრანზაქციის შესრულების დრო DB2 დატვირთვაზე, 60 %-ითაა გაზრდილი IOPS მაჩვენებელი და 150 %-ით მოიმატა მონაცემებზე წვდომის სიჩქარემ. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში კომპანია ამ მაჩვენებლებს წინა თაობის მოწყობილობებს ადარებს. 

IBM ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და საიმედოობის დონის მატებას თავის ახალ მოწყობილობებში. ტექნოლოგია IBM Safeguarded Copy უზრუნველყოფს მთავარი სისტემისგან დაფარული მონაცემების ასლების შექმნას, რომლებიც გამიზნულია მათი შემთხვევით  ან ვირუსული შეტევების დროს დაკარგვისას აღდგენისათვის და ა.შ. აგრეთვე შესაძებელია მოწყობილობის დაკავშირება ნებისმიერ ქლაუდ-სერვისთან სარეზერვო კოპირებისათვის. 

DS8900F მოწყობილობებშ გამოყენებულია ინტელექტუალური ქლაუდ-მონიტორინგის ტექნოლოგია Storage Insights. იგი პასუხისმგებელია სისტემის მდგომარეობაზე, მოცულობასა და წარმადობაზე, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია განსაზღვროს და წინასწარ გადმოსცეს ინფორმაცია პოტენციური პრობლემების შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.