Jump to content

ქამელეონის ეფექტი: შექმნეს მელანი, რომელიც ტანსაცმელს ფერებს უცვლის


Recommended Posts

MIT-ის მკვლევარებმა შექმნეს ახალი პროგრამირებადი მელანი PhotoChromeleon, რომელსაც ფერების ცვლა შეუძლია სპეციალური პროგრამის მეშვეობით. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი აღმოჩენა შეამცირებს პროდუქციის საწარმოო დანახარჯებს, მომხმარებლებს კი შეეძებათ ყოველდღიურად ცვალონ თავიანთი სამოსი და აღარ იყიდონ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი. 

image.jpeg 

MIT-ის გუნდმა აურია ცისფერი, მეწამული და ყვითელი ფოტოქრომული საღებავები სპეციალურ ხსნარში, რომლის დასხმაც შესაძლებელია სხვადასხვა საგანზე - ფეხსაცმელებზე, ავტომობილზე, ტელეფონებზე, სათამაშოებზე. დაფარვის შემდეგ ობიექტი თავსდება პროექტორისა და ულტრაიისფერი სინათლის მქონე სათავსოში, სადაც შეუძია ფერის შეცვლა. 

მომხმარებლები ფერებს ცვლიან პროგრამის შაბლონების მიხედვით: აქტივაცია-დეაქტივაციისთვის გამოიყენება ულტრაიისფერი სინათლე. არჩეული ფერი ნარჩუნდება ბუნებრივი განათების შემთხვევაში, ხოლო თუკი მომხმარებელს ფერის შეცვლა კვლავ მოესურვება, იგი კვლავ ულტრაიისფერ სინათლეს გამოიყენებს, რათა ძველი ფერი გააქროს და მიიღოს ახალი. ავტომობილის ზომის საგნებზე ეს პროცესი დაახლოებით 15-40 წუთს საჭიროებს. 

სპეციალური ტიპის საღებავი ინდივიდუალური დიზაინის მრავალი ვარიანტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ეს კი აამაღლებს წარმოების ეფექტურობასა და შეამცირებს დანახარჯებს. მომხმარებლები შეძლებენ მოახდინონ თავიანთი ნივთების პერსონალიზება რეგულარულად და აღარ დასჭირდებათ იყიდონ სხვადასხვა ფერის ერთი და იგივე ტიპის ნივთი“. 

ქამელეონი“ მელნის შექმნისას მკვლევარებმა გამოიყენეს თავიანთი წინა სისტემა - ColorMod, რომელიც საშუალებას იძლეოდა შეცვლილიყო ფერი 3D ბეჭდვის მეშვეობით. მისგან განსხვავებით PhotoChromeleon მელანი უფრო მაღალი ხარისხითა და ფერთა ფართო არჩევანით გამოირჩევა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.