Magdalena Posted September 11, 2019 Share Posted September 11, 2019 ახალი სმარტფონი გამოირჩევა მძლავრი აპარატურით, ფოტოგადაღებისა და რედაქტირების მაღალხარისხიანი სამი ძირითადი კამერით, ასევე 21:9 ფორმატის მქონე OLED-დისპლეითა და ხარისხიანი ფერთა გამით. დავიწყოთ გარეგნული მხარით. Xperia 5-ის კორპუსი ლაკონური და მკაცრად სწორხაზოვანია, წინა და უკანა ზედაპირები დაფარულია დამცავი Corning Gorilla Glass 6-ით, სმარტფონის გვერდებზე მოცემულია ლითონის ჩარჩოები. სმარტფონი გამოვა ფერის მხრივ ოთხ ვარიანტად: ლურჯი, წითელი, შავი და ნაცრისფერი. მოწყობილობა დაცულია წყლისა და მტვრისგან IP65 და IP68 სტანდარტების შესაბამისად. OLED ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეი 6.1-დუიმიანია, გვერდების შეფარდებაა 21:9-სთან. ფილმების ნახვა განსაკუთრებით სასიამოვნოა Dolby Atmos ტექნოლოგიის წყალობით. აღსანიშნავია, რომ დისპლეის შექმნისას გამოყენებულ იქნა ტექნოლოგიები, რომელიც გვხვდება Sony Bravia-ს ხაზის ტელევიზორებში, ერთ-ერთი მათგანია HDR-კონტენტის გაუმჯობესება. დისპლეის აქვს ფერთა გამა ITU-R BT.2020-ის, DCI-P3-ისა და Illuminant D65-ის მხარდაჭერა, აგრეთვე 10-ბიტიანი ფერთა გრადაცია. დიდი ზომის დისპლეისა და ფუნქცია Side sense-ის წყალობით შესაძლებელია ერთდროულად ორი აპლიკაციის გაშვება გვერდიგვერდ ფანჯრებად. სმარტფონში დაყენებულია ძირითადი კამერა სამი მოდულით, თითოეული ფოტომოდული 12-მეგაპიქსელიანია. მათ შემადგენლობაში შედის ფართოკუთხიანი 16-მილიმეტრიანი ობიექტივი, მთავარი 26-მილიმეტრიანი და 52-მილიმეტრიანი პორტრეტული მოდული. ხელმისაწვდომია გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა Optical Steady Shot, ავტოფოკუსირების ფუნქცია Eye AF, სერიული გადაღება სიჩქარით 10 კადრი წამში, გამოსახულების დამუშავების გაზრდილი სიჩქარე 30 კადრამდე წამში, ხმისჩამხშობი ტექნოლოგია RAW და გადაღება ცუდი განათების პირობებში. აპლიკაცია Cinema Pro საშუალებას იძლევა დარედაქტირდეს ვიდეოკონტენტი უშუალოდ სმარტფონში და დამზადდეს ვიდეორგოლი. აპლიკაცია Sony Imaging Edge Mobile-ის წყალობით შესაძლებელია Alpha და Power Shot კამერების ფოტოკადრების მიღება სოციალურ ქსელებში განსათავსებლად. Xperia 5 იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე. სმარტფონში განთავსებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 855 ინტეგრირებული გიგაბიტური LTE-მოდემით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ იქნება, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი - 128 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია 512 გბ-მდე მოცულობის მეხსიერების ბარათის განთავსება. ბატარეის მხრივ სმარტფონი დიდად არ გამოირჩევა - მისი მოცულობა 3140 მა/სთ-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობის ამაღლების ტექნოლოგია Smart Stamina-ს წყალობით შესაძლებელი იქნება სმარტფონის აქტიური ექსპლუატაცია მთელი დღის განმავლობაში. Xperia 5-ის გაყიდვა ოქტომბერში დაიწყება. მისი ფასი ჯერ არ სახელდება. დეტალების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.sonymobile.com/ru/products/phones/xperia-5/specifications/. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/29991/kompanija-sony-predstavila-novyj-flagmanskij-smartfon-xperia-5 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.