Jump to content

Daimler-მა და Geely-მ დააფინანსეს პროექტი Volocopter - აეროტაქსის გამოშვებისთვის. Daimler-ის ავტოკონცერნმა უპილოტო სატვირთოების გამოცდა დაიწყო


Recommended Posts

ცნობილმა მანქანათმშენებელმა კომპანიებმა, Daimler-მა და Geely-მ მხარი დაუჭირეს გერმანული კომპანია Volocopter-ის აეროტაქსების გამოშვების გეგმას. 

image.jpeg 

2018 წელს Volocopter-მა განაცხადა, რომ გეგმაში ჰქონდა, აეროტაქსების კომერციული სერვისი აემოქმედებინა. ამჟამად გერმანულმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ და მორიგი დაფინანსების რაუნდში 50 მლნ ევრო შეაგროვა, რათა განახორციელოს მფრინავი ტაქსების გაშვება ჩინეთში. 

Volocopter-ის წარმომადგენლობა აცახდებს, რომ შეგროვებული ფინანსები მათ დაეხმარება ამუშაოს საჰაერო ტრანსპორტის კომერციული სერვისი სამი წლის განმავლობაში. გასულ თვეში კომპანიამ წარადგინა მეოთხე თაობის მთლიანად ელექტრო სამგზავრო აპარატი (ვერტიკალური აფრენა-დაშვებით), კომპანიას ნამდვილად შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზანს და დაიწყოს მფრინავი ტაქსების ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოდანვე. 

image.jpeg 

რაც შეეხება უპილოტო სატვირთო ავტომანქანებს, Daimler-მა დაიწყო თავისი სატვირთოების გამოცდა საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე ავტონომიურობის მეოთხე დონეზე (ეს დონე ნიშნავს მთლიანად ავტონომიურ მუშაობას უმეტეს სიტუაციაში).   

გამოცდის მთავარი მიზანია შემოწმდეს ავტოპილოტის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც სატვირთოებმა უნდა შეძონ როგორც სტანდარტულ, ასევე რთულ საამინდე პირობებში მგზავრობა, მაგალითად, წვიმასა და ნისლში. 

სატვირთოების ტესტირება მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება - საყოველთაო მოხმარების გზებზე მგზავრობისას სატვირთოს სალონში უსაფრთხოებისთვის იჯდება მძღოლი, სამგზავრო სავარძელზე კი - კომპანიის ინჟინერი. 

გამოცდის პირველ ეტაპზე სატვირთო მანქანა ცარიელი საბარგულით იმოძრავებს, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი Daimler-ის უპილოტო სატვირთოები ტვირთის გადატანას დაიწყებენ. მთავარი ამოცანაა შემოწმდეს ტექნოლოგია და განისაზღვროს, რამდენად მზადაა იგი კომერციული გამოყენებისთვის. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.