Magdalena Posted September 6, 2019 Share Posted September 6, 2019 ფინურმა კომპანია HMD Global-მა პრეზენტაცია ჩაატარა გამოფენა IFA 2019-ის ფარგლებში და წარადგინა ხუთი მობილური ტელეფონი. ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს სმარტფონები Nokia 6.2 და Nokia 7.2. მათთან ერთად მწარმოებელმა დააანონსა ღილაკებიანი სამი ტელეფონი: Nokia 110, Nokia 2720 Flip და Nokia 800 Tough. მოწყობილობებიდან უმნიშვნელოვანესი მოდელია Nokia 7.2. ეს არის საშუალო კლასის სმარტფონი ახლებური დიზაინით. მოწყობილობას ძირითადი კამერის მრგვალი პლატფორმა აქვს, რომელზეც განთავსებულია სამი მოდული ZEISS ოპტიკით და ფლეშ-განათება. მის ქვემოთ მოცემულია დაქტილოსკოპიური სკანერი. მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია. კამერებიდან აგრეთვე მოცემულია 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. მწარმოებელი აცხადებს, რომ ხელმისაწვდომია უკანა ფონის გაბუნდოვნების სამნაირი რეჟიმი - Modern, Swirl და Smooth. ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია, იგი განთავსებულია წვეთის ფორმის ჭრილში 6.3-დუიმიანი Full HD+ დისპლეის ზედა შუა ნაწილში. ქვედა მხარეს ჩარჩოზე ბრენდის ლოგოტიპია. ეკრანს აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონის, HDR10 მხარდაჭერა. Nokia 7.2-ს აქვს არც ისე ახალი, თუმცა დროში შემოწმებული მობილური პროცესორი Snapdragon 660, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს კომპანია HDM Global-ს. სმარტფონის კონფიგურაციაში შესულია 4/6 გბ ოპერატიული მეხსიერება და 64/128 გბ eMMC 5.1 მოდული. დამატებით ხელმისაწვდომია მეხსიერების ბარათის სლოტი. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 9.0-ზე და მწარმოებელი პირობას იძლევა, რომ სულ მალე განახლდება Android 10 ვერსიამდე. გარდა ამისა, სმარტფონი პროგრამულ განახლებებს მიიღებს ორი წლის მანძილზე, უსაფრთხოების მეთოდებით სარგებლობა კი კიდევ სამ წელიწადს გაგრძელდება. ბატარეის მოცულობა 3500 მა.სთ-ს შეადგენს. სმარტფონი იმუხტება USB Type-C პორტით, კონფიგურაციაში შესულია Mini-Jack-იც. ეკრანი დაცულია Gorilla Glass 5-ით, ასევე აღსანიშნავია NFC მოდული და Bluetooth 5.0. სმარტფონის გაბარიტებია 159.88 х 75.11 х 8.55 მმ, კორპუსი დამზადებულია კომპოზიტური მასალისგან, რომელიც ალუმინზე ორჯერ მსუბუქია და პოლიკარბონატზე ორჯერ მტკიცე. მეორე ახალი სმარტფონი, Nokia 6.2 თითქმის უფროსი მოდელის მსგავსია. მათ ერთმანეთის ქეისებიც კი ერგება. განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში: Snapdragon 660 პროცესორი ჩანაცვლებულია Snapdragon 636-ით. შესაბამისად, გრაფიკაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Adreno 509 და არა Adreno 512. კამერები წარმოდგენილია ZEISS ოპტიკის გარეშე. მთავარი მოდული 16-მეგაპიქსელიანი, სელფი კამერა კი - 8-მეგაპიქსელიანია. სმარტფონები განსხვავდება ფასებითაც. 4/64 გიგაბაიტიანი Nokia 7.2 გამოვა ფერებში - Cyan Green, Ice და Charcoal მისი საწყისი ფასი 299 ევრო იქნება. ამავე მოდიფიკაციის Nokia 6.2-ის ფასი 249 ევრო იქნება. 3/32 გბ მეხსიერების მქონე ვერსია 199 ევროდაა შეფასებული. ამ სმარტფონის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ფერის მხრივ Ceramic Black და Ice ვარიანტები. მოწყობილობები მიმდინარე თვის ბოლოდან გაიყიდება. ახლა კი მოკლედ მოგიყვებით ღილაკებიანი სამი ტელეფონის შესახებ. Nokia 800 Tough - ეს გახლავთ ლეგენდარული Nokia 3310-ის შთამომავალი. მას აქვს IP68 და MIL-STD-810G სტანდარტების შესაბამისი დაცვა, 2100 მა.სთ მოცულობის ბატარეა, 4G მხარდაჭერა, მეხსიერების ბარათის სლოტი, Wi-Fi და Bluetooth 4.1. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტია. Nokia 800 Tough 109 ევროდ გაიყიდება მომდევნო თვის დასაწყისიდან. იგი გამოვა Black Steel და Desert Sand ფერების ვარიანტებად. Nokia 800 Tough მეორე, ამჯერად დასაკეცი ტელეფონის სახელწოდებაა Nokia 2720 Flip. იგი მუშაობს ოპერაციულ სისტემა KaiOS-ზე, აქვს 2.8-დუიმიანი დისპლეი QVGA გაფართოებით და დამატებით 1.3-დუიმიანი ეკრანი შეტყობინებებისთვის. მოწყობილობას აქვს 4 გბ მეხსიერება, ყურსასმენების კონექტორი, Bluetooth 4 და 2-მეგაპიქსელიანი კამერა. Nokia 2720 Flip-ის ფასი 89 ევროა, იგი გამოვა ნაცრისფერ და შავ ფერებში. Nokia 2720 Flip ბოლო მოწყობილობაა Nokia 110. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტელეფონია კამერიან ტელეფონებს შორის: მისი ფასი 20 ევროზე ნაკლებია, აქვს მეხსიერების ბარათის სლოტი, FM-რადიო, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 27 საათია. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29855/ifa-2019-hmd-global-predstavila-nokia-62-nokia-72-i-tri-knopochnyh-telefona Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.