Magdalena Posted August 29, 2019 Share Posted August 29, 2019 კომპანია ASUS-მა წარადგინა სამი ახალი მოდელი პორტატული კომპიუტერების სერია ZenBook 14-ის ფარგლებში. ახალი ლეპტოპების კოდური სახელწოდებებია UM431DA, UM433DA და UM462DA. ისინი იმით გამოირჩევა, რომ აგებულია AMD Ryzen Picasso სერიის პროცესორებზე. რთული არ არის მიხვედრა, რომ ZenBook 14 სერიის ლეპტოპებს 14-დუიმიანი IPS დისპლეი აქვთ გაფართოებით - 1920 × 1080 პიქსელი, ეკრანებს საკმაოდ წვრილი ჩარჩოები აქვს. ZenBook Flip 14 (UM462DA) მოდელის შემთხვევაში მხარდაჭერილია სენსორული დისპლეის რეჟიმი, მოწყობილობა დამაგრებულია სპეციალურ სახსარზე, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ლეპტოპის გახსნა 360 გრადუსით და იგი პლანშეტად გარდაიქმნება. ახალ ZenBook 14-ებს საფუძვლად უდევს Ryzen 3000 U სერიის პროცესორები. თითოეული მოდელი დაკომპლექტდება Ryzen 3500U ან Ryzen 3700U პროცესორით კომპლექტაციის მიხედვით. აქვე მოგასხენებთ, რომ პირველი პროცესორის მახასიათებლებია 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 2.1 – 3.7 გჰც სიხშირე, მეორისა კი - 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 2.3 – 4.0 გჰც სიხშირე. ხსენებულ პროცესორებს აქვთ ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega 8 (512 ნაკადური პროცესორი) და Vega 10 (640 ნაკადური პროცესორი), შესაბამისად. ლეპტოპების თხელი დიზაინის გამო მათში დისკრეტული ვიდეო ბარათები გამოყენებული არ არის და ამ კლასის ლეპტოპებს არც სჭირდება. ლეპტოპები დაკომპლექტებული იქნება 8 ან 16 გბ DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, მონაცემთა შენახვისთვის გათვალისწინებულია M.2 PCIe 3.0 ფორმატის SSD ბარათები, რომელთა მოცულობაა 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ, კონფიგურაციის შესაბამისად. ZenBook 14-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია 42 ვტ/სთ. მოცულობის ბატარეა, უფროს მოდელ ZenBook Flip 14-ს კი აქვს 50 ვტ/სთ. მოცულობის ელემენტი. ლეპტოპებს აქვთ ტრეკპადი (სენსორული პანელი) დისპლეით, რომელზეც შესაძლებელია გამოვიტანოთ, ვთქვათ, ციფრული ბლოკი. მოდიფიკაცია ASUS ZenBook Flip 14 (UM462DA) უკვე გამოჩნდა ევროპულ ბაზარზე და მისი ფასი 750-900 ევროა რეგიონების მიხედვით. ZenBook 14-ის ორი კლასიკური მოდელის გაყიდვები ჯერჯერობით არ დაწყებულა. https://3dnews.ru/993049 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.