Magdalena Posted August 20, 2019 Share Posted August 20, 2019 მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Huawei-მ დააანონსა დასაკეცი სმარტფონი Mate X, რომელიც დღემდე არ გამოსულა გაყიდვაში. ჩინურმა კომპანიამ ამ მოწყობილობის გამოშვება ორი სავარაუდო მიზეზის გამო გადადო: ან თავი დაიზღვია ისეთი სიტუაციისგან, როგორიც Samsung Galaxy Fold-ს შეემთხვა, ან უბრალოდ ამ დრომდე ვერ მოასწრო სმარტფონის ნაკლოვანებების გამოსწორება. როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, Huawei Mate X განსხვავებული იქნება იმ ვერსიისგან, რომლის დემონსტრაციაც შედგა მიმდინარე წლის დასაწყისში ბარსელონაში Mobile World Congress 2019-ზე. ახალი მონაცემებით დასაკეც სმარტფონს საფუძვლად უდევს ცალკრისტალიანი სისტემა HiSilicon Kirin 990, რომელიც ჯერ არ წარდგენილა საზოგადოების წინაშე, და არა Kirin 980, როგორც MWC 2019-ზე გამოცხადდა. ოპერატიული მეხსიერება 8 გბ იქნება, ინტეგრირებული - 512: ეს მონაცემები ემთხვევა წლის დასაწყისში დაანონსებულ ცნობებს. Huawei Mate X-ს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. საინტერესოა ის, რომ სმარტფონში შესაძლებელი იქნება დაყენდეს nanoSIM ფორმატის ორი SIM-ბარათი, თუმცა 5G ქსელში მხოლოდ ერთი იმუშავებს. მეორე SIM-ბარათის ჩანაცვლება შესაძლებელია 256 გბ მოცულობის მეხსიერების ბარათით. 5G ქსელის მხარდაჭერას უზრუნველყოფს მოდემი Balong 5000. სმარტფონის წონა 300 გრამი იქნება, ზომა - 161.3 х 146.2 х 11 მმ. ჩინური კომპანია დასაკეცი სმარტფონის დიზაინს „შევარდნის ფრთებს“ (Falcon Wing) უწოდებს. Huawei Mate X-ს 8-დუიმიანი ეკრანი ექნება, გვერდების შეფარდებით - 8:7,1. ეკრანის გაფართოება იქნება 2480 х 2200 პიქსელი. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონი ორი ეკრანით იქნება წარმოდგენილი. ფრონტალური ეკრანის ზომა 6.6 დუიმი იქნება, გაფართოება - 2480 х 1148 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 19,5:9. უკანა ეკრანი 6.38-დუიმიანია, გაფართოება - 2480 х 892 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 25:9. რაც შეეხება კამერას, იგი ისეთივე იქნება, როგორიც აქვს მიმდინარე წლის ფლაგმანურ Huawei P30 Pro-ს: ძირითადი კამერა 40 მეგაპიქსელიანია, ფართოკუთხიანი მოდული - 20 მეგაპიქსელიანი, პერისკოპული ტელეობიექტივი - 8-მეგაპიქსელიანი, ხუთმაგი ოპტიკური ზუმით, აგრეთვე მოცემული იქნება გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა. კონფიგურაციაში შევა “time of flight” კამერა. დანარჩენ მახასიათებლებს რაც შეეხება, ისინი თებერვალში გამოცხადებულის იდენტურია: 4500 მა.სთ მოცულობის ბატარეა, 55-ვატიანი სწრაფი დატენვა, NFC ჩიპი, Bluetooth 5.0, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, USB Type-C პორტი და ორსიხშირიანი GPS მიმღები. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29413/opublikovany-obnovljonnye-harakteristiki-i-fotografii-skladnogo-smartfona-huawei-mate-x Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.