Jump to content

Recommended Posts

Posted

PlayerUnknown’s Battlegrounds - ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია, რაც გასაკვირი არ არის. როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და კონსოლებისათვის განკუთვნილი, ასევე მობილური ვერსიაც თავის ჟანრში პირველია. კომპანია Sensor Tower-ის კვლევების მონაცემებით PUBG Mobile შემოსავლების მხრივ ლიდერია App Store-ში არსებულ ყველა პროექტს შორის. 

image.png 

გამოსვლის მომენტიდან დღემდე თამაშის მობილური ვერსია პოპულარული თამაების ჩამონათვალშია Apple-ის აპლიკაციების მარკეტშიც და მწარმოებლებისთვის სტაბილური შემოსავალი მოაქვს. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ კი ჩინეთში შედგა PUBG Mobile-ის რელიზი, რამაც განაპირობა პროექტის შემოსავლიანობის კიდევ უფრო ზრდა. 

Sensor Tower-ის მონაცმებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინელი გეიმერების გასავალი, დანახარჯები 167 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც 748%-ით მაღალია წინა წლის მონაცემთან შედარებით. PUBG Mobile ზედიზედ სამი თვის მანძილზე ყველაზე მაღალშემოსავლიან თამაშად ითვლება. 

image.png 

უდავოა, რომ ასეთი ზრდის მიზეზს ნამდვილად ჩინეთის ფაქტორი წარმოადგენს - მისმა მაცხოვრებლებმა თამაშს ელი მოგები თითქმის 30% მოუტანეს რამდენიმე თვეში. გასულ წელთან შედარებით PUBG Mobile-ის შემოსავალი თთქმის 310%-ით გაიზარდა და გადააჭარბა Fortnite-სა და Knives Out-. მთელი არსებობის მანძილზე მობილურმა PUBG-იმ მწარმოებლებს 860 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, Fortnite-სა და Knives Out-ის შემოსავლები კი შეადგენს 771 მლნ-სა და 725 მლნ აშშ დოლარს, შესაბამისად. 

Posted

ვერ ვიტან ამ თამაშს :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.