X-treme user Posted March 14, 2011 Share Posted March 14, 2011 Asus-ის ვებ-გვერდზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია ახალ K73 ნოუთბუქის შესახებ, რომელიც განეკუთვნება კომპანიის ამ პროდუქტების პირველ ნაკადს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან Intel Huron River პლატფორმაზე და როგორც იუწყებიან, მასში გაერთიანებულია სიმძლავრე და სტილი საკმაოდ მიმზიდველ ფასად. K73-ის ალუმინის ზედაპირები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, რომლებმაც წესით, უნდა გამოხატონ განსხვავებული განწყობილებები და ჩანაფიქრები. ახალ ლეპტოპს გააჩნია ექსტრა-ფართო კლავიატურა მტვრის საწინააღმდეგო ღილაკებით, მულტი-თაჩ პადი და იყენებს IceCool ტექნოლოგიას - დაბალი სამუშაო ტემპერატურებისა და იდაყვების სადების უფრო მეტი კომფორტისათვის. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი პროდუქტი აღჭურვილია 17.3-დუიმიანი (1600 x 900) LED-განათების დისპლეით, Core i3(-2310M), i5(-2410M) ან i7(-2630QM) პროცესორით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, Intel HD ინტეგრირებული გრაფიკით ან დისკრეტულ ბარათით(GeForce GT 540M 1GB), DVD ჩამწერით ან Blu-ray კომბო წამყვანით და 750 გბ ტევადობამდე ერთი მყარ დისკისათვის (5400/7200 RPM). ლეპტოპს ასევე აქვს 0.3 მპ-იანი ვებ-კამერა, 3-in-1 ქარდ-რიდერი, Gigabit Ethernet, WiFi, Bluetooth 2.1, Altec Lansing სპიკერები, HDMI პორტი და 6-უჯრედიანი (5200 mAh) ელემენტი. ოპერაციული სისტემა, როგორც მოსალოდნელი იყო, გახლავთ Windows 7 (Home Basic/Premium, Professional ან Ultimate), ხოლო ღირებულება შეადგენს 500 ევროს. TC Magazine 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted March 14, 2011 Share Posted March 14, 2011 გავიდა ესეც პორტალზე მოკლედ ამ GT 540M ებს აქტიურად იყენებენ ახლანდელ ნოუთებში :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საჯო Posted March 14, 2011 Share Posted March 14, 2011 აუ რა მაგარია ტოო 500 ევროდ და ჩემმა დამ კიდე რა ნაგავი იყიდა ოდნავ ნაკლებ ფასში ფუ რა რო არ დაგიჯერებენ ნერვები მეშლება :vis: :@ :@:@ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.