Jump to content

Asus K73 ლეპტოპი Sandy Bridge-ზე


Recommended Posts

Asus-ის ვებ-გვერდზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია ახალ K73 ნოუთბუქის შესახებ, რომელიც განეკუთვნება კომპანიის ამ პროდუქტების პირველ ნაკადს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან Intel Huron River პლატფორმაზე და როგორც იუწყებიან, მასში გაერთიანებულია სიმძლავრე და სტილი საკმაოდ მიმზიდველ ფასად.

K73-ის ალუმინის ზედაპირები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, რომლებმაც წესით, უნდა გამოხატონ განსხვავებული განწყობილებები და ჩანაფიქრები. ახალ ლეპტოპს გააჩნია ექსტრა-ფართო კლავიატურა მტვრის საწინააღმდეგო ღილაკებით, მულტი-თაჩ პადი და იყენებს IceCool ტექნოლოგიას - დაბალი სამუშაო ტემპერატურებისა და იდაყვების სადების უფრო მეტი კომფორტისათვის.

ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი პროდუქტი აღჭურვილია 17.3-დუიმიანი (1600 x 900) LED-განათების დისპლეით, Core i3(-2310M), i5(-2410M) ან i7(-2630QM) პროცესორით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, Intel HD ინტეგრირებული გრაფიკით ან დისკრეტულ ბარათით(GeForce GT 540M 1GB), DVD ჩამწერით ან Blu-ray კომბო წამყვანით და 750 გბ ტევადობამდე ერთი მყარ დისკისათვის (5400/7200 RPM).

ლეპტოპს ასევე აქვს 0.3 მპ-იანი ვებ-კამერა, 3-in-1 ქარდ-რიდერი, Gigabit Ethernet, WiFi, Bluetooth 2.1, Altec Lansing სპიკერები, HDMI პორტი და 6-უჯრედიანი (5200 mAh) ელემენტი. ოპერაციული სისტემა, როგორც მოსალოდნელი იყო, გახლავთ Windows 7 (Home Basic/Premium, Professional ან Ultimate), ხოლო ღირებულება შეადგენს 500 ევროს.

abbcb19202b1.jpg

4a49925c0c76.jpg

805d28a67c7b.jpg

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

აუ რა მაგარია ტოო 500 ევროდ და ჩემმა დამ კიდე რა ნაგავი იყიდა ოდნავ ნაკლებ ფასში ფუ რა რო არ დაგიჯერებენ ნერვები მეშლება :vis: :vis: :cheti::@ :@:@

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.