Magdalena Posted July 22, 2019 Share Posted July 22, 2019 1901 წელს გერმანელი მეცნიერის რიხარდ ფიდლერის მიერ გამოგონილი ხელსაწყო დღეს ძირითადად სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. მაგალითად, გამოფრქვეული ალის საშუალებით ფერმერები ველებს სარეველა ბალახისგან ასუფთავებენ. აღნიშნული იარაღის გამოყენებით აგრეთვე ებრძვიან კრაზანების დიდ ბუდეებს, ხოლო კომპანიების Tesla და SpaceX-ის მეშვეობით ის ამერიკელთა საყვარელ სათამაშოდ იქცა. მაგრამ როგორ გავხადოთ ცეცხლმფრქვევები უფრო სასარგებლო? მართალია - ისინი უნდა დავამაგროთ დისტანციური მართვის მქონე უპილოტო დრონებზე. ზუსტად ასე მიიჩნია ამრიკულმა კომპანია Throwflame-მა, რომელმაც შეიმუშავა მსუბუქი და კომპაქტური ცეცხლმფრქვევი, რომელიც მონტაჟდება პრაქტიკულად ყველა საფრენ აპარატზე. კომპლექტი შედგება თვით ცეცხლმფრქვევისა და საწვავის ავზისგან, რომელიც მაგრდება საფრენი აპარატის კორპუსზე და საშუალებას იძლევა ცეცხლის ალი გატყორცნილ იქნას 7.5 მეტრის მანძილზე. როგორ მუშაობს ცეცხლმფრქვევი მუშაობის პრინციპი მარტივია - ცეცხლის ძლიერი ნაკადი გამოიტყორცნება ლულიდან და აალდება ელექტროდის მეშვეობით. საწვავის ავზის ტევადობა შეადგენს 3.78 ლ-ს, რაც საკმარისია ცეცხლის უწყვეტ საფრქვევად 1.5 წთ-ის განმავლობაში. დრონებზე დამონტაჟებული კამერების მეშვეობით, მათი მფლობელები შეძლებენ მიზანში ზუსტ სროლას. აღნიშნული ცეცხლმფრქვევი დამზადებულია მსუბუქი მასალისგან და იწონის 1.8 კგ-ს. მისი დაყენება შეიძლება თითქმის ყველა სახეობის დრონზე, თუმცა შემქმნელები რეკომენდაციას აძლევენ DJI S1000 მოდელს, რომელსაც გააჩნია 8 ხრახნი და შეუძლია მძიმე ტვირთის აწევა. მისი ფასი 300 დოლარამდეა. გაყიდვაში არის აგრეთვე უფრო იაფიანი მოდელებიც, რომლებიც რამდენიმე ხრახნისგან შედგებიან და შეუძლიათ 2.2 კგ-მდე ტვირთის აწევა. რა ღირს ცეცხლმფრქვევი ცეცხლმრქვევის ღირებულებაა 1500 დოლარი. ასეთი კომპლექტი შეიძლება მოგეჩვენოთ საკმაოდ ძვირადღირებულად, მაგრამ მფრინავ ცეცხლმფრქვევს შეუძლია საკმაოდ რთული ამოცანების გადაჭრა. მაგალითად, აშშ-ში არსებობს სამმეტრიანი კრაზანის ბუდეები, 10000 ბინადრით, რომლებთან მიახლოებასაც ყველა ვერ ბედავს. მხოლოდ მფრინავ ცეცხლმფრქვევებს შეუძლიათ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. https://hi-news.ru/technology/video-v-ssha-nachali-prodavat-ognemet-dlya-dronov.html 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted July 22, 2019 Share Posted July 22, 2019 ჩვენთან უნდა აიკრძალოს ამდაგვარი ყველა მოწყობილობა, ისედაც ცეცხლაობას ვერ გადაეჩვივნენ და გადაბუგეს მთელი ქვეყანა, ესა აკლიათ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.