Magdalena Posted July 21, 2019 Posted July 21, 2019 The Washingtonpost-ის ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Google-თან მიმართებაში დაარეგულირა ყველა სადავო მომენტი, რომლებიც უკავშირდებოდა YouTube-ის მომხმარებლების კონფიდენციალური მონაცემების დარღვევას. კერძოდ, მტკიცდება, რომ კორპორაცია Google-მა უგულვებელჰყო რეგულატორის დადგენილებები და დაკავებული იყო სერვისის მომხმარებელი 13 წლამდე პირების პირადი მონაცემების შეგროვებით. The Washingtonpost-ის ინფორმაციით, მსგავსი ქმედება ინტერნეტში ბავშვების კონფიდენციალურობის კანონის პირდაპირი დარღვევაა - ე.წ. COPPA. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია დადგინდეს ჯარიმის ზუსტი ოდენობა, თუმცა ფედერალური კომისიის წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯარიმა მეტად დიდი იქნება. როგორც ცნობილია, საქმე იუსტიციის სამინისტროს გადაეცა, სადაც უკვე განხილვას გადის Amazon-ის, Apple-ისა და Facebook-ის წინააღმდეგ აღძრული საქმეები. ასეთ ვითარებაში, Washingtonpost-ის ჟურნალისტების აზრით, მთელ IT-ინდუსტრიას სერიოზული განხილვები ელის, რამაც შესაძლოა შემოსავლების მნიშვნელოვანი დანაკარგები განაპირობოს. Google მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/28701/google-zaplatit-mnogomilliardnyj-shtraf-na-ocheredi-amazon-apple-i-facebook Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.