Magdalena Posted July 18, 2019 Share Posted July 18, 2019 კომპანია TrendForce-ის ქვეგანყოფილება DRAMeXchange-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს თავიანთი ექსპერტული მოსაზრება მეხსიერების ფასის დინამიკის შესახებ ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში DRAM-ისა დაNAND მეხსიერებების წარმოება სიმტკიცის გამოცდის წინაშე დადგა. ივნისის შუა პერიოდში ავარიულად გაჩერდა ქარხანა Toshiba WDC, რომელიც უშვებდა NAND-ფლეშ მეხსიერებას, ივლისის დასაწყისში კი იაპონიამ გაართულა სამხრეთ კორეისთვის ნახევრადგამტარი წარმოებისათვის აუცილებელი სამი საბაზისო მასალის მიწოდება. ცხადია, მალე ბაზარზე ნაკლები ახალი DRAM დაNAND მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. გამოიწვევს თუ არა ეს მოვლენა ფასების აწევას ოპერატიულ მეხსიერებასა და SSD-ზე? დაკვირვებებისა და მდიდარი გამოცდილების საფუძველზე DRAMeXchange ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში DRAM-ზე ფასები არ შეიცვლება. ფასი გაიზარდა მხოლოს ნაღდი ფულით შეძენისას და სწრაფი გარიგებების შემთხვევაში, ე.წ. სპოტ-ბაზარზე. ეს ბაზარი მოიცავს მსოფლიო წარმოების ოპერატიული მეხსიერების მხოლოდ 10%-ს, 90% კი კონტრაქტულ ბაზარს უკავია. უკვე გამოშვებული მეხსიერების მოდულების ინვენტარის დიდ მარაგს შეუძლია მოაგვაროს წარმოქმნილი უსიამოვნებები, თუმცა მეხსიერების მოდულების ზოგიერთმა მწარმოებელმა უკვე დაიწყო პროდუქციაზე ფასის აწევა ან მიწოდების შემცირება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი DRAM-ზე ფასები კვლავ გააგრძელებს კლებას - დარწმუნებულნი არიან ანალიტიკოსები. რაც შეეხება NAND მეხსიერების ბაზარს, რომელიც ერთდროულად დაზარალდა Toshiba-ს ქარხნის შემთხვევისა და იაპონიის მიერ შეზღუდვის გამო - ამ მოვლენებმა უკვე მოახდინა ფასების ზრდის პროვოცირება ზოგიერთ NAND-პროდუქციაზე. მომწოდებლების უმეტესობას ორი-სამი თვის მარაგი კიდევ დარჩენილი აქვს, ამიტომაც არ ჩქარობენ ფასების აწევას და დაკავებულნი არიან საწყობების დაცარიელებით. წლის მესამე კვარტალში მოსალოდნელია SSD-ებზე ფასის მცირე მატება, თუმცა წარმოების პრობლემების გადაჭრა ფასებს კვლავ შემცირების ტენდენციისკენ მოაბრუნებს. https://3dnews.ru/990821 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.