Magdalena Posted July 17, 2019 Posted July 17, 2019 ID-Cooling IS-50X - ეს არის დაბალპროფილური, თუმცა მეტად მაღალი წარმადობის ქულერი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 130-ვატიანი TDP-ით. იგი აღჭურვილია 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლის მუშაობის დიაპაზონია 600-დან 1600 ბრუნამდე წუთში, ჰაერის ნაკადის მოცულობაა 91 მ3/სთ-მდე. გამოყენებულია ჰიდრო მამოძრავებელი, ვენტილატორის მართვა კი შესაძლებელია PWM-ის მეშვეობით. ვენტილატორის ხმაურის დონე მერყეობს 13.8-დან 30.2 დეციბელამდე. ქულერის გაბარიტებია 120 х 122 х 57 მმ, წონა - 385 გრამი. როგორც ფოტოებზე ჩანს, ქულერი გააგრილებს სოკეტის მიმდებარე სივრცესა და მეხსიერების მოდულებს. დაბალპროფილურ ქულერში ფუძედ გამოყენებულია 5 ცალი ექვსმილიმეტრიანი სითბური მილი პირდაპირი კონტაქტით. ბადე ალუმინისგანაა დამზადებული. საინტერესო ის გახლავთ, რომ ასეთ პატარა ქულერს შეუძლია 130 ვატ სითბოსთან გამკლავება, ყოველ შემთხვევაში, მწარმოებელი ასე აცხადებს. IS-50X-ის მხარდაჭერა აქვს ყველაზე აქტუალურ სოკეტებს, კერძოდ: Intel LGA1151 (მათ შორის V2) /1150/1155/1156 AMD AM4/FM2+/FM2/FM1/AM3+/AM3/AM2+/AM2 ახალი ქულერის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა მისი ღირებულება დაახლოებით 50 აშშ დოლარი იქნება. https://overclockers.ru/blog/AquestoNews/show/28568/idcooling-predstavila-130vt-reshenie-dlja-sovremennyh-platform-intel-i-amd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.