Magdalena Posted July 17, 2019 Share Posted July 17, 2019 ID-Cooling IS-50X - ეს არის დაბალპროფილური, თუმცა მეტად მაღალი წარმადობის ქულერი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 130-ვატიანი TDP-ით. იგი აღჭურვილია 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით, რომლის მუშაობის დიაპაზონია 600-დან 1600 ბრუნამდე წუთში, ჰაერის ნაკადის მოცულობაა 91 მ3/სთ-მდე. გამოყენებულია ჰიდრო მამოძრავებელი, ვენტილატორის მართვა კი შესაძლებელია PWM-ის მეშვეობით. ვენტილატორის ხმაურის დონე მერყეობს 13.8-დან 30.2 დეციბელამდე. ქულერის გაბარიტებია 120 х 122 х 57 მმ, წონა - 385 გრამი. როგორც ფოტოებზე ჩანს, ქულერი გააგრილებს სოკეტის მიმდებარე სივრცესა და მეხსიერების მოდულებს. დაბალპროფილურ ქულერში ფუძედ გამოყენებულია 5 ცალი ექვსმილიმეტრიანი სითბური მილი პირდაპირი კონტაქტით. ბადე ალუმინისგანაა დამზადებული. საინტერესო ის გახლავთ, რომ ასეთ პატარა ქულერს შეუძლია 130 ვატ სითბოსთან გამკლავება, ყოველ შემთხვევაში, მწარმოებელი ასე აცხადებს. IS-50X-ის მხარდაჭერა აქვს ყველაზე აქტუალურ სოკეტებს, კერძოდ: Intel LGA1151 (მათ შორის V2) /1150/1155/1156 AMD AM4/FM2+/FM2/FM1/AM3+/AM3/AM2+/AM2 ახალი ქულერის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა მისი ღირებულება დაახლოებით 50 აშშ დოლარი იქნება. https://overclockers.ru/blog/AquestoNews/show/28568/idcooling-predstavila-130vt-reshenie-dlja-sovremennyh-platform-intel-i-amd Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.