Magdalena Posted June 22, 2019 Posted June 22, 2019 კომპანია Scythe-მა დააანონსა Tower-ის სტილის ქულერი - Mugen 5 TUF Gaming Alliance, რომელიც განკუთვნილია Intel-ისა და AMD-ის პროცესორებში გამოყენებისათვის. მოწყობილობის შემადგენლობაში შედის რადიატორი ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილით. აღსანიშნავია, რომ ამ მილების უშუალო კონტაქტი პროცესორის თავსახურთან გათვლისიწინებული არ არის. რადიატორი გრილდება 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით - Kaze Flex 120 RGB. მისი ბრუნვის სიჩქარე იმართება იმპულსური მოდულაციით, სიჩქარის დიაპაზონი წუთში 300-დან 1200 ბრუნამდეა. ხმაურის დონე ვარირებს 4-დან 24.9 დეციბელამდე. ჰაერის ნაკადი აღწევს საათში 87 კუბურ მეტრს. ქულერის ზედა ნაწილში გამოსახულია ემბლემა TUF Gaming Alliance. რადიატორის სახურავსა და ვენტილატორზე წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB-განათება: მისი მეშვეობით გეიმინგ-სისტემას მეტად ეფექტური იერსახე ეძლევა. ქულერი თავსებადია AMD-ის პროცესორებთან AM2(+), AM3(+), FM1, FM2(+) და AM4 შესრულებით, აგრეთვე Intel-ის ჩიპებთან - LGA775, LGA115x, LGA1366, LGA 2011(v3) და LGA 2066. Scythe Mugen 5 TUF Gaming Alliance ქულერის შეძენა შესაძლებელია 50 ევროდ. https://3dnews.ru/989564 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.