Magdalena Posted June 22, 2019 Share Posted June 22, 2019 კომპანია Scythe-მა დააანონსა Tower-ის სტილის ქულერი - Mugen 5 TUF Gaming Alliance, რომელიც განკუთვნილია Intel-ისა და AMD-ის პროცესორებში გამოყენებისათვის. მოწყობილობის შემადგენლობაში შედის რადიატორი ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილით. აღსანიშნავია, რომ ამ მილების უშუალო კონტაქტი პროცესორის თავსახურთან გათვლისიწინებული არ არის. რადიატორი გრილდება 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით - Kaze Flex 120 RGB. მისი ბრუნვის სიჩქარე იმართება იმპულსური მოდულაციით, სიჩქარის დიაპაზონი წუთში 300-დან 1200 ბრუნამდეა. ხმაურის დონე ვარირებს 4-დან 24.9 დეციბელამდე. ჰაერის ნაკადი აღწევს საათში 87 კუბურ მეტრს. ქულერის ზედა ნაწილში გამოსახულია ემბლემა TUF Gaming Alliance. რადიატორის სახურავსა და ვენტილატორზე წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB-განათება: მისი მეშვეობით გეიმინგ-სისტემას მეტად ეფექტური იერსახე ეძლევა. ქულერი თავსებადია AMD-ის პროცესორებთან AM2(+), AM3(+), FM1, FM2(+) და AM4 შესრულებით, აგრეთვე Intel-ის ჩიპებთან - LGA775, LGA115x, LGA1366, LGA 2011(v3) და LGA 2066. Scythe Mugen 5 TUF Gaming Alliance ქულერის შეძენა შესაძლებელია 50 ევროდ. https://3dnews.ru/989564 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.