Magdalena Posted June 21, 2019 Share Posted June 21, 2019 სამხრეთ კორეის ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად Samsung აპროექტებს საინტერესო ლეპტოპს თამაშების მოყვარულთათვის. საუბარი ეხება დისპლეის გადიდების უნარის მქონე პორტატულ კომპიუტერს. სხვა სიტყვებით, მომხმარებლები შეძლებენ გაადიდონ ეკრანის სასარგებლო ფართობი. ილუსტრაციებიდან ჩანს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისას მოწყობილობა სტანდარტული ლეპტოპივით გამოიყურება - აქვს წვრილი ჩარჩოებიანი დისპლეი. საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში გეიმერებს შეუძლიათ გადააადგილონ, გამოწიონ ეკრანის გვერდითი პანელები და შედეგად მიიღებენ მსხვილფორმატიან პანელს გვერდების შეფარდებით 21:9. ცნობილია, რომ გეიმინგ-რეჟიმში დისპლეის ფართობი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. გაზრდილი ეკრანის მდგრადობას უზრუნველყოფს სპეციალური მოძრავი სამაგრები. სამწუხაროდ, ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ამიტომაც ჯერ გაურკვეველია როგორ გეგმავს Samsung მოძრავი დისპლეის კონსტრუქციის რეალიზებას. არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებულ იქნას დასაკეცი გვერდითი სექციები. პროექტის რეალიზების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/989519 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.