Magdalena Posted June 16, 2019 Share Posted June 16, 2019 კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Company ახალ ერას იწყებს ნახევარგამტარი წარმოების ისტორიაში. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, Zhuang Zishou-მ განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. დიდი ალბათობით, ამ ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების კომერციული წარმოებისათვის TSMC ახალ ქარხანას ააშენებს 5-ნანომეტიანი ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილი ქარხნის სიახლოვეს, რომელიც ტაივანის ტექნოპარკში მდებარეობს. TSMC-ის ქარხანა „Fab 18“ 5-ნანომეტრიანი ჩიპების კომერციულ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყებს. 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე პარალელურად მუშაობას ეს ხელს არ უშლის. TSMC ასევე აგროვებს დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია კიდევ ერთი ქარხნის აშენებისათვის - ეს ქარხანა 3-ნანომეტრიანი წარმოებისათვის იქნება განკუთვნილი. ამ ქარხნის აშენებას კომპანია 2020 წლის შუა პერიოდში აპირებს, 2022 წელს კი უკვე დაიწყება 3-ნანომეტრიანი პროდუქციის გამოშვება. შესაბამისად, 2-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოებისათვის ქარხნის მშენებლობას TSMC 2022 წელს აპირებს, კომერციული წარმოება კი 2024 წელს უნდა დაიწყოს. შემცირებული ტექნოლოგიური ნორმების მქონე ტექნოპროცესის ათვისებაში დღესდღეობით TSMC-ს ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - ეს არის კომპანია Samsung. პროფილური ღონისძიებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ Samsung აპირებს დაახლოებით 2-3 კვარტლით ადრე დაასწროს TSMC-ს ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მასიური წარმოების დაწყება. სრულფასოვანი კონკურენციისთვის ორი კონკურენტი ცოტააა, თუმცა სულ არაფერს სჯობს. https://3dnews.ru/989193 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.