Magdalena Posted June 7, 2019 Share Posted June 7, 2019 Google-მა დაპირებისამებრ გაასაჯაროვა დეტალები თავისი Cloud-გეიმინგ პლატფორმა Google Stadia-ს შესახებ. ვიდეოჟურნალ Stadia Connect-ის პირველ გამოშვებაში საზოგადოებას წარუდგინეს პირველი თამაშების, ფასებისა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Stadia ხელმისაწვდომი იქნება. მაშ ასე, Stadia ამოქმედდება მიმდინარე წლის ნოემბერში პერსონალურ კომპიუტერებზე, Chromecast-ტელევიზორებსა და Pixel 3 თაობიდან მოყოლებულ Google-ის სმარტფონებში. Google Stadia-ს მხარდაჭერის მქონე პირველი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: Baldur’s Gate III Ghost Recon Breakpoint GYLT (ახალი თამაში RiME-ის შემქმნელებისგან) The Division 2 Destiny 2 Get Packed Dragon Ball Xenoverse 2 DOOM Eternal DOOM (2016) Rage 2 The Elder Scrolls Online Wolfenstein: Youngblood GRID Metro: Exodus Farming Simulator 19 Thumper Power Rangers: Battle for the Grid Samurai Shodown Final Fantasy XV Rise of the Tomb Raider Tomb Raider: Definitive Edition NBA 2K Borderlands 3 Mortal Kombat 11 Darksiders Genesis Assassin’s Creed: Odyssey Just Dance Trials Rising The Crew 2 ინტერნეტ-კავშირისათვის მინიმალური მოთხოვნაა სიჩქარე 10 მბიტი/წმ. ამგვარი კავშირისას მომხმარებლები შეძლებენ ითამაშონ 720p გაფართოებითა და სტერეო ხმოვანებით. მათ კი, ვისაც მეტი ხარისხი სურს, მაგალითად 1080p, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმა - დასჭირდება 20 მბიტი/წმ სიჩქარე, 4K, HDR, 60 fps და 5.1-არხიანი ხმის მსურველებს კი - 35 მბიტი/წმ. Stadia-ში თამაშების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეულად, ასევე მომხმარებლები შეძლებენ გადაიხადონ ყოველთვიური გამოწერის საფასური. სერვისის ამოქმედების საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 9,99 დოლარიანი გამოწერა. სურვილის შემთხვევაში გეიმერები შეძლებენ შეიძინონ ე.წ. „დამფუძნებლის გამოცემა“ 129 აშშ დოლარად: მის შემადგენლობაში შევა სპეციალური გეიმპადი უნიკალური მოხატულობით, Chromecast Ultra, Destiny 2-ის ასლი, აგრეთვე სამთვიანი გამოწერა მყიდველისა და მისი მეგობრისთვის. თავდაპირველად Stadia ამოქმედდება შემდეგ 14 ქვეყანაში: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი და ირლანდია, მოკლედ, თითქმის მთელ „დასავლეთში“. ყოველ მომდევნო წელს ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდება. https://overclockers.ru/softnews/show/97591/google-stadia-pervye-igry-ceny-strany-i-trebovaniya-k-soedineniju 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.