Magdalena Posted June 4, 2019 Share Posted June 4, 2019 როგორც ცნობილია, Sony და Microsoft თავიანთ გეიმინგ-კონსოლებში იყენებენ კომპანია AMD-ის ცალკრისტალიანი სისტემების სპეციალურ ვერსიებს. ეს შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელიც შემუშავებულია მომხმარებლების საჭიროების მიხედვით. ამჯერად კი სრულიად მოულოდნელად AMD-მა და Samsung Electronics-მა განაცხადეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ეხება ცალკრისტალიან მობილურ Exynos-სისტემებს, რომლებიც უფრო ენერგოეფექტური და მაღალი წარმადობის მქონე გახდება. პარტნიორობის ფარგლებში Samsung მოახდენს AMD-ის გრაფიკული განყოფილების ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებას, კონცენტრირდება მოწინავე გრაფიკულ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ მობილურ სისტემებში, პირველ რიგში კი სმარტფონებში. „ჩვენ ვემზადებით ტექნოლოგიებში გარღვევებისათვის და ამიტომ მუდმივად ვიკვლევთ ახალ შესაძლებლობებს. AMD-სთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ბაზარზე ნოვატორული გრაფიკული პროდუქტები და გადაწყვეტილებები მობილური აპლიკაციებისთვის“ - განაცხადა Samsung-ის წარმომადგენელმა. – „AMD-სთან პარტნიორობით მოველით ნოვაციების დაჩქარებას მობილური გრაფიკის ტექნოლოგიების სფეროში, რისი წყალობითაც მობილური გამომთვლელი გადაწყვეტილებები ახალ დონეზე გადავა“. ცნობილი ჯერჯერობით ის გახლავთ, რომ AMD მისცემს ლიცენზიას Samsung-ს გრაფიკის განსაკუთრებულ ვერსიაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ არქიტექტურა RDNA-ზე (სწორედ იგი იქნება მომავალი 7-ნანომეტრიანი Navi-ვიდეო ბარათების საფუძველი). თავის მხრივ Samsung ვალდებულებას აიღებს გადაიხადოს AMD-ის ტექნოლოგიისათვის. როგორც ცნობილია, RDNA არქიტექტურა შეიქმნა მაქსიმალურად მასშტაბირებადი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, მაქსიმალურად ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებისთვის. https://3dnews.ru/988576 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 4, 2019 Share Posted June 4, 2019 კიდევ ერთი კარგი ამბავი ამდსთვის სამსუნგიც ჭკვიანურად იქცევა, გამართლებული "სტავკაა" Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.