Magdalena

ანალიტიკოსები ასახელებენ PlayStation 5-ის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს

Recommended Posts

იაპონელმა ანალიტიკოსმა Hideki Yasuda-მ, რომელიც მუშაობს კვლევით განყოფილება Ace Securities-ში, საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ როდის გამოუშვებს Sony ახალი თაობის კონსოლს ა რა იქნება მისი ღირებულება საწყის ეტაპზე. იგი მიიჩნევს, რომ PlayStation 5 ბაზარზე გამოჩნდება 2020 წლის ნოემბერში და მისი ღირებულება დაახლოებით 500 აშშ დოლარი იქნება. 

image.jpeg 

ეს ინფორმაცია ემთხვევა უფრო ადრეულ პერიოდში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმადაც  PS5 კონსოლის ფასი ევროპის რეგიონში იქნებოდა 499 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ გაყიდვის დაწყებისას PlayStaion 4 კონსოლი 399 დოლარი ღირდა. ფასებს შორის არსებითი განსხვავება შესაძლებელი აიხსნას პროგრამული უზრუნველყოფის განსხვავებით. უკვე ცნობილია, რომ ახალ კონსოლს ექნება 8K ფორმატის გაფართოების მხარდაჭერა, გაუმჯობესებული ხმა და SSD მეხსიერება. ზოგიერთი ცნობის თანახმად კონსოლს ექნება PS4-თან თავსებადობის შესაძებლობაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 

ანალიტიკოსმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებაც, თუ რამდენად წარმატებული იქნება PS5-ის გაყიდვები. იასუდა მიიჩნევს, რომ პირველ წელს Sony შეძლებს 6 მლნ ახალი თაობის კონსოლის  ეგზემპლარის გაყიდვას. ანალიტიკოსის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გაყიდვების მეორე წელს PS5-ის მოთხოვნა-მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ერთეულებში გამოხატვით, მისი აზრით მეორე წელს გაყიდული PS5  კონსოლების რაოდენობა 15 მლნ ერთეულს მიაღწევს, ორივე წლის ჯამური რაოდენობა კი 21 მილიონი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები იმაზე უფრო მოკრძალებულია, ვიდრე დაფიქსირდა PS4-ის გაყიდვებისას, Sony მაინც კმაყოფილი იქნება პირველი ორი წლის ამგვარი შედეგებით. 

იასუდამ ასევე ისაუბრა მცირე ხნის წინ დაანონსებულ გეიმინგ სტრიმინგ-სერვის Google Stadia-ზე და გამოთქვა აზრი, რომ იგი ვერ გაუწევს კონკურენციას PlayStation 5-ს. ანალიტიკოსი თვლის, რომ სტრიმინგ-სერვისი სრულფასოვანი კონკურენციის გაწევას შეძებს მხოლოდ შემდგომი თაობის გეიმინგ-კონსოლებისათვის. 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now