Magdalena Posted April 30, 2019 Share Posted April 30, 2019 SSD ბარათების სერია WD Blue 3D NAND SATA SSD ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მალე ახალი ფლაგმანური მოდელით შეივსება. საუბარი ეხება 2,5 დუიმიანი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება Serial ATA 3.0 ინტერფეისით. ასეთ ბარათებს აქვთ 7 მმ სისქე, რისი წყალობითაც თავსებადი არიან როგორც დესკტოპ-კომპიუტერებთან, ასევე პორტატულ მოწყობილობებთან. SSD ბარათების შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპები და კონტროლერი Marvell 88SS1074. ამ დრომდე სერიაში წარმოდგენილი იყო ბარათის ვერსიები, რომელთა მოცულობები შეადგენდა 250 გიგაბაიტს, 500 გიგაბაიტს, 1 და 2 ტერაბაიტს. ახალი მოდელი WD Blue 3D NAND SATA SSD გათვლილია 4 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვაზე. მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 560 მბ/წმ აღწევს. IOPS მაჩვენებელი 95 ათასია. WD SSD Dashboard პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით შესაძლებელია ხელმისაწვდომი მოცულობის, სამუშაო ტემპერატურის, S.M.A.R.T. ატრიბუტებისა და მოწყობილობის სხვა დეტალების გაკონტროლება. 4-ტერაბაიტიანი WD Blue 3D NAND SATA SSD ბარათის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/986622 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.