Magdalena Posted April 25, 2019 Share Posted April 25, 2019 გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen-ი იწყებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომლის მიზანია გაკონტროლდეს ავტომობილის ბატარეებისთვის განკუთვნილი ტყვიის მომწოდებლების ქსელი მოპოვების ადგილიდან საწარმოო ხაზამდე. საპილოტე პროექტის დაანონსებისას Volkswagen Group-ის სტრატეგიული შესყიდვების წარმომადგენელმა Marco Philippi-მ განაცხადა: „ციფრულ ქსელს უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გააჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო დეტალურად გამოვიკვლიოთ სასარგებლო წიაღისეულისა და ნედლეულის მიწოდების ქსელი“. პროექტის რეალიზაციისათვის მანქანათმშენებელი კომპანია თანამშრომლობაზე მოელაპარაკა სტარტაპ Minespider-ს, რომელიც ქმნის პროტოკოლს ღია კოდით ბლოკჩეინის ბაზაზე და იძლევა მინერალური ნედლეულის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალე სერტიფიკაციას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მომწოდებლები და სუბმომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ Volkswagen-ის მოთხოვნილებების ორ მესამედს ტყვიის შემცველი აკუმულატორების საკითხში. პროექტის რეალიზაციის მსვლელობისას ორივე მხარე იმუშავებს იმაზე, რომ გამოიყენონ ბლოკჩეინის გამჭვირვალობა. ამის მიზანი მდგომარეობს შემდეგში - მიიღონ უკეთესი წარმოდგენა, თუ როგორ იწარმოება ბატარეების კომპონენტები, საით იგზავნება, როგორ ხორციელდება მიწოდების მართვა და ვინ დგას ამის უკან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით Volkswagen-ი იმედოვნებს, რომ მიიღებს კომპონენტის ნამდვილობის დამამტკიცებელ უფრო მეტ მონაცემს, აგრეთვე განსაზღვრავს, დაცულ იქნა თუ არა ეთიკური ნორმები და წესები ნედლეულის მოპოვებისას. https://3dnews.ru/986360 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.