Jump to content

ჩინურმა მთვარემავალმა Chang'e-4-მა მთვარის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოაგზავნა


Recommended Posts

ჩინური მისიის მთვარემავალი Chang'e-4 და დასაფრენი მოდული ამჟამად ჰიბერნაციის რეჟიმში იმყოფებიან და ელიან მორიგი მთვარეული ღამის დასრულებას, რომელიც დაახლოებით ორი დედამიწური კვირა გრძელდება ორივე აპარატი მთვარის ზედაპირზე მუშაობს უკვე იმაზე დიდი ხანია, ვიდრე გამოცხადებული იყო მათ სამოქმედო პერიოდად. მორიგ დაძინებამდე მთვარემავალმა დედამიწას გადმოსცა მთვარის ბნელ მხარეზე გადაღებული ახალი ფოტოები. 

image.jpeg 

3 იანვრის შემდეგ მთვარეზე არსებული ჩინური აპარატები დაკავებულნი არიან გეოლოგიური და ქიმიური მახასიათებლების გამოკვლევებით. მთვარის ორივე მხარეს დღე-ღამის საკუთარი ციკლი არსებობს, რომლებიც 14 დედამიწურ დღე-ღამეზე დიდხანს გრძელდება. 

image.jpeg 

ამ დროისათვის მოდულმა და მთვარემავალმა გაატარეს 4 მთვარული დღე და 4 მთვარული ღამე. ვდაპირველად მიიჩნეოდა, რომ აპარატები მხოლოდ 3 მთვარულ დღე-ღამის პერიოდს გაძლებდნენ, ასე რომ რაც მეტი დრო გადის, მით დიდი ბონუსია ეს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს სასარგებლოდ. მისიის მმართველი გუნდ დარწმუნებულია, რომ მთავრემავალი და მოდული მეხუთე მთვარულ ღამესაც გადაიტანენ და შეხვდებიან მეხუთე მთვარულ დღეს, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. 

image.jpeg 

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ცნობით მთავრემავალმა ამ დრომდე გაიარა 178,9 მეტრი მთვარის ზედაპირზე. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა მთვარემავლის მიერ გავლილ მანძლს (114 მეტრი). მან არსებობა 2014 წელს შეწყვიტა და მოასწრო მხოლოდ 1 მთვარული დღე-ღამის გაძლება. 

image.jpeg 

იმ ფაქტს, თუ რატომ გადაადგილდება მთვარემავალი ასე ნელა, მისიის ერთ-ერ ხელმძღვანელი ხსნის იმით, რომ მოძრაობისას აპარატი გულდასმით იკვლევს გრუნტს და გარემოს - სპეციალური გამოსახულების სპექტრმზომით. 

სააგენტოს ცნობით, მისიაში მონაწილე ყველა კოსმოსური ობიექტი, თანამგზავრის ჩათვლით, ნომინალურ რეჟიმში მუშაობს. 

image.jpeg 

ზემოთხსენებული მცირე ინფორმაციისა და მთავრემავალის კამერით გადაღებული ახალი ფოტოების გარდა ახალი ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. რეალური სამეცნიერო მონაცემების შესახებ, რომლებიც აპარატებმა მოაგროვეს და დედამიწაზე გზავნიან, ცნობილი გახდება მხოლოდ სპეციალური კონფერენციის შემდეგ, რომელიც ამა წლის ივლისშია დაგეგმილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.