Magdalena Posted April 23, 2019 Share Posted April 23, 2019 კომპანია MSI-მა დაამზადა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი GT75 9SG Titan, რომელიც დაპროექტებულია თამაშებით გატაცებული მომხმარებლებისთვის. ლეპტოპს აქვს 17,3-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს. შეუფერხებელი თამაშის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync. პროცესორი მუშაობს Intel Core i9-9980HK პროცესორზე. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად დაამუშავონ ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,4-დან 5.0 გიგაჰერცამდე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში გაერთიანებულია 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe x4 SSD და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080, იგი წარმოდგენილია 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით. პორტატული კომპიუტერი აღჭურვილია გაგრილების ეფექტური სისტემითა და განათების მქონე სრულზომიანი კლავიატურით. ოპერაციული სისტემა - Windows 10 Pro. ზემოთაღწერილი კონფიგურაციის ლეპტოპი MSI GT75 9SG Titan 4400 აშშ დოლარად იყიდება. https://3dnews.ru/986291 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.