Magdalena Posted April 19, 2019 Share Posted April 19, 2019 კრიპტოვალუტების ბირჟა Coinbase აფართოებს კრიპტოდან კრიპტოზე კონვერტაციის სერვისსა და სავაჭრო მომსახურებას კიდევ 11 ქვეყანაში. სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოულმა კომპანიამ განაცხადა თავის ოფიციალურ ბლოგზე. განცხადების თანახმად არგენტინის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის, ჩილეს, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, ფილიპინებისა და ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს უკვე შეეძლებათ წვდომა მიიღონ crypto-to-crypto გაცვლის სერვისებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ Coinbase.com-ით სარგებლობისას, არამედ თავისი პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა Coinbase Pro-ს მეშვეობითაც. გაფართოების შედეგად გამოდის, რომ Coinbase ამ დროისათვის მოქმედებს ოთხ კონტინენტსა და 53 ქვეყანაში. გარდა ამისა, ბირჟამ დააკონკრეტა, რომ გასულ წელს კრიპტოვალუტებს შორის პირდაპირმა ვაჭრობამ ჯამში გადააჭარბა ტრადიციულ fiat-to-crypto ვაჭრობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მთელი ინდუსტრიის სავაჭრო ბრუნვების გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე Coinbase გვაცნობებს, რომ crypto-to-crypto ვაჭრობის მოცულობამ საერთო ჯამში 2019 წლის თებერვალში ბრუნვის 51% შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა: გასული წლის დეკემბერში Coinbase-მა თავის სერვისებში დაამატა crypto-to-crypto ვაჭრობის მხარდაჭერა საცალო კლიენტებისათვის, რამაც მათ საშუალება მისცა სერვისზე მიეღოთ წვდომა Coinbase.com-ის, ასევე Android- და iOS-აპლიკაციების მეშვეობით. დეკემბრამდე მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი მომხმარებლებისათვის. https://www.coindesk.com/coinbase-expands-crypto-to-crypto-trading-to-11-more-countries 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.