Magdalena Posted April 17, 2019 Share Posted April 17, 2019 მთელი მსოფლიოს მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ გამოიყენონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ხელოვნური ორგანოების შესაქმნელად. თუკი ხელოვნური ორგანოები დაამტკიცებენ თავინთ უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივმოქმედებას, მომავალში კაცობრიობა შეძლებს დაივიწყოს დონორების ძიება და ადამიანებში ხელოვნური ორგანოები დანერგოს. ამ დრომდე იყო შემთხვევა, როდესაც შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ადამიანის გულის მექანიკური ასლი, თუმცა იგი სილიკონისგან იყო დამზადებული. რადგანაც ორგანიზმმა შეიძლება სილიკონი არ მიიღოს, მეცნიერებს უნდა შეექმნათ გული ადამიანის ბუნებრივი ქსოვილებისგან და ეს უკვე გამოუვიდათ. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები - მცირე ზომის გულის შექმნისათვის მათ გამოიყენეს მხოლოდ ადამიანური ქსოვილები, რომლებიც არ იქნება უკუგდებული ორგანიზმის მიერ. ხელოვნური ორგანოს შემადგენლობაში შედის მისი მუშაობისთვის აუცილებელი კოლაგენი და სხვადასხვა ბიოლოგიური მოლეკულა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წარმატებით მოხდა გულის დაპროექტება და დაბეჭდვა და მას აქვს ყველა კომპონენტი: უჯრედები, სისხლძარღვები, პარკუჭები და სარქველები“ აცხადებს კვლევის ავტორი ტალ დვირი. ბიოლოგიური „მელნის“ სახით გამოყენებულ იქნა „პერსონალიზებული ჰიდროგელი“, რომელსაც საფუძვლად ედო ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ცხიმოვანი ქსოვილები. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ გულს შეუძლია კუმშვა, თუმცა მათ აუცილებლად უნდა მიაღწიონ იმას, რომ უჯრედებმა სინქრონში დაიწყონ მუშაობა. იმის თქმა, რომ ეს გული შეძლებს სავსებით ჩაანაცვლოს დონორის ორგანო - ჯერჯერობით ნაადრევია: მკვლევარებს მოუწევთ ყველა აღმოჩენილ ნაკლოვანებაზე მუშაობა. ხელოვნური გულის 3D ბეჭდვის პროცესი იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=crT9iJMawjk https://hi-news.ru/technology/predstavleno-pervoe-v-mire-serdce-napechatannoe-na-3d-printere-iz-chelovecheskix-tkanej.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.