Magdalena Posted April 16, 2019 Share Posted April 16, 2019 ამერიკულმა კომპანია Intel-მა რამოდენიმე კვირის წინ წარადგინა ახალი Xeon-სერიის პროცესორები, 56-ბირთვიანი მოდელის ჩათვლით. როგორც ამჟამად გაირკვა, კალიფორნიული გიგანტი ამზადებს კიდევ ერთ სერიას, სახელად Xeon Gold U და ამ სერიის წარმომადგენლები კონკურენციას გაუწევენ AMD-ის Epyc P სერიას. მზადებაში არსებული პროცესორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება მრავალსოკეტიანი კონფიგურაციების შექმნის შესაძლებლობის არარსებობა. ამჟამად გავრცელებულია მხოლოდ სამი მოდელის მონაცემები: Xeon Gold 6212U Xeon Gold 6210U Xeon Gold 6209U არქიტექტურა Skylake Skylake Skylake სოკეტი LGA 3647 LGA 3647 LGA 3647 ბირთვი / ნაკადი 24 / 48 20 / 40 20 / 40 საბაზისო სიხშირე 2.4 გჰც 2.5 გჰც 2.1 გჰც მაქსიმალური სიხშირე 3.9 გჰც 3.9 გჰც 3.9 გჰც ქეშ-მეხსიერება 35.75 მბ 27.5 მბ 27.5 მბ TPD 165 ვტ 150 ვტ 125 ვტ მეხსიერების სიჩქარე DDR4-2933 DDR4-2933 DDR4-2933 ტექნოპროცესი 14nm++ 14nm++ 14nm++ ფასი 2000 აშშ დოლარი 1500 აშშ დოლარი 1000 აშშ დოლარი როგორც ჩანს, ტექნიკური კუთხით ახალი მოდელები ბევრი არაფრით განსხვავდებიან. სამეულიდან „უფროსი“ მოდელი იქნება Xeon Platinum 8260-ის ასლი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას არ ექნება ინტერფეისი Ultra Path Interconnect. ეს უკანასკნელი (UPI) საშუალებას იძლევა რამოდენიმე პროცესორი გაერთიანდეს ერთ სისტემაში. უნდა ითქვას ისიც, რომ სამივე მოდელი თითქმის ორჯერ იაფი გამოდის, თუკი შევადარებთ Ultra Path Interconnect ინტერფეისის მქონე მოდელებს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25798/intel-predstavit-tri-processora-xeon-gold-u-stoimostju-ot-1000-dollarov Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.