Magdalena Posted April 10, 2019 Share Posted April 10, 2019 ბრაუზერი, სახელად Reborn 3 ახლა უკვე ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისთვის - Mac, Windows და Linux - აცხადებს Opera-ს წარმომადგენლობა. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ და მოქმედებეი განახორციელონ „Web 3“-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციით, ელექტრონული საფულე კი მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ტრანზაქციები Metamask-ის მსგავსი გაფართოების გარეშე. Opera-ს განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების გაზრდილი დონის მქონე Reborn 3-ის ინტეგრირებული საფულე სინქრონიზდება Android Opera მობილურ ბრაუზერთან, რომელიც გამოშვებულ იქნა გასული წლის დეკემბერში. ეს ნიშნავს იმას, რომ საფულის გასაღებები არასოდეს დატოვებენ მოხმარებლის სმარტფონს - აცხადებს კომპანია: „პრაქტიკაში, როდესაც მომხმარებლების მხრიდან საჭიროა იდენტიფიკაცია Web 3-ზე ან სჭირდებათ ტრანზაქციის განხორციელება ბლოკჩეინზე, ისინი მიიღებენ შეტყობინებას თავიანთ სმარტფონებზე. დადასტურების შედეგად შეძლებენ განბლოკონ თავიანთი სისტემა, რაშიც გამოიყენებენ სახის ამომცნობ სისტემას ან თითის ანაბეჭდის სკანერს“. Opera-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს დაამატოს ინტეგრირებული კრიპტო საფულის ფუნქცია თავის iOS ბრაუზერში, რომელიც ცნობილია სახელით - Opera Touch. ამ დროისთვის ბრაუზერს აქვს Etehereum-ისა და ERC-20 ტოკენების მხარდაჭერა. ასევე მხარდაჭერილია ERC-721 სტანდარტის „collectibles“ - მაგალითად CryptoKitties. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული Opera-მ თავის Android-მომხმარებლებს ნება დართო შეიძინონ Etehereum-ი უშუალოდ ბრაუზერიდან, რაც განხორციელდა კრიპტოვალუტების რეგულირებად ბროკერ Safello-სთან პარტნიორობის შედეგად. https://www.coindesk.com/opera-launches-dapp-focused-desktop-browser-with-built-in-ethereum-wallet 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.