Jump to content
Magdalena

Google Assistant ცნობილი პირების ხმით ალაპარაკდება - პირველი მათგანი გახლავთ John Legend

Recommended Posts

Google Assistant დღეიდან შეძლებს ისაუბროს ცნობადი პირების ხმით. პირველი მათგანი იქნება ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი John Legend. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრემის ლაურეატი სმარტ-ასისტეტის მომხმარებელს უმერებს სიმღერებს, შეატყობინებს ამინდის შესახებ ცნობებს, პასუხს გასცემს სხვადასხვა კითხვაზე და ა.შ. 

image.jpeg 

John Legend - ექვსიდან ერთ-ერთია Google Assistant-ის ახალი ხმებიდან. სიახლის შესახებ თავდაპირველად დაანონსდა Google I/O 2018-ზე, სადაც  კომპანიამ წარადგინა საუბრის სინთეზის მოდელის - WaveNet-ის წინასწარი ვერსია. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია Google-ის ხელოვნურ ინტელექტ DeepMind-ზე, მუშაობს ადამიანური საუბრის საფუძველზე და ხმოვანი სიგნალების პირდაპირ მოდელირებაზე. შედეგად იქმნება რეალისტურის მსგავსი ხელოვნური მეტყველება. „WaveNet-მა საშუალება მოგვცა დაგვეზოგა დრო, რაც საუბრის სტუდიური ჩაწერისთვის იყო საჭირო - მოდელს ნამდვილად შეუძლია გადმოსცეს მსახიობური ხმის მრავალფეროვნება“ - განაცხადა Google-ის აღამსრულებელმა დირექტორმა Sundar Pichai-მ. 

Google-ში არსებობს John Legend-ის საუბრის რამოდენიმე ჩანაწერი, რომელიც წინასწარ იქნა შერჩეული. არის მცირე გაურკვევლობები, თუმცა ძირითადად სისტემა სტანდარტულად ახორციელებს პასუხის გაცემას ინგლისურ ენაზე. 

იმისათვის, რომ სმარტ-ასისტენტში Jon Legend-ის ხმა გააქტიურდეს, მომხმარებელს უბრალოდ შეუძია თქვას: „Hey Google, ისაუბრე Jon Legend-ივით“ ან გადავიდეს Google Assistant-ის პარამეტრებში და გადართოს სასურველ ხმაზე. ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - მომავალში კომპანია გააგრძელებს ექსპერიმენტირებას ამ მიმართულებით. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...