Magdalena Posted April 2, 2019 Share Posted April 2, 2019 იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა აამოქმედა Bitcoin-ის over-the-counter სავაჭრო სივრცე მსხვილი ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. Coincheck OTC სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირი გზით ივაჭრონ Bitcoin-ის დიდი მოცულობებით - 50 BTC-დან (207 ათასი აშშ დოლარი) დაწყებული - რაშიც გამოიყენებენ Coincheck-ში არსებულ ვებ-ინტერფეისებს. მუშაობის საათები სამუშაო დღეებში განსაზღვრულია - 10: 00-15: 00 (JST), overtime-ვაჭრობა და Coincheck-აპლიკაციის ან API trading-ის გამოყენება დაუშვებელია - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. Coincheck-ში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი მსხვილ ინსტიტუციონალიზებულ მოთამაშეებს საშუალებას მისცემს სწრაფად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტების დიდი მოცულობები. აგრეთვე კომპანიამ მიუთითა, რომ სამომავლოდ განიხილება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებაც. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო-გაცვლებისა და საფულეების პროვაიდერმა Coinbase-მა აამოქმედა საკუთარი OTC სერვისი ინსტიტუციონალიზებული მომხმარებლებისთვის 2018 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ იგი მთლიანად რეგულირებად ბროკერად აქცია. Coincheck-მა, როგორც ცნობილია, დაჰაკვის შედეგად რეკორდული დანაკარგი (532 მლნ) განიცადა გასული წლის იანვარში. იგი შეისყიდა იაპონურმა საბროკერო კომპანია Monex Group-მა 2018 წლის აპრილის შუა პერიოდში აქციონერებისა და მართვის რეორგანიზების მიზნით. ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ Monex CoinCheck-მა მთელი რიგი ზომები მიიღო თავისი სავაჭრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ზარალი აუნაზღაურა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს პლატფორმის გატეხვის შედეგად. 2018 წლის ნოებრის შუა პერიოდში Coincheck-მა განაახლა კრიპტო ვაჭრობა, აგრეთვე შეუერთდა The Japan Network Security Association-ს საკუთარი იმიჯის აღსადგენად. ბირჟამ ექსპლუატაციაზე მიიღო ლიცენზია იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოსგან 2018 წლის დეკემბერში. https://cointelegraph.com/news/coincheck-launches-bitcoin-otc-trading-desk-for-large-scale-institutional-clients 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.