Jump to content

Facebook-ი განიხილავს ლაივ-ვიდეოების კონტროლსა და შეზღუდვას „Christchurch-თავდასხმის“ შემდეგ


Recommended Posts

image.png

The New Zealand Herald-მა გამოაქვეყნა Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის, Sheryl Sandberg-ის წერილი, რომელშიც მოცემულია, რომ კომპანია მუშაობს ორი კვირის წინ ახალ ზელანდიაში მეჩეთში მომხდარ ტერრისტული თავდასხმის საკითხზე. წერილში Sandberg-ი აღწერს სამ ეტაპს, რომელთაც განახორციელებს Facebook-ი ლაივ-ვიდეოების გაკონტროლების მიზნით. ერთ-ერთია „ლაივ-ჩართვების შეზღუდვა“. 

Sandberg-მა თავდასხმა დაახასიათა, როგორც „ნამდვილი ბოროტების აქტი“ და განაცხადა, რომ კომპანია აპირებს გააანალიზოს რა მოხდა. ამისთვის იგი თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან. Christchurch-ის თავდასხმის შემდეგ Facebook-მა წაალა 1,5 მლნ ვიდეოჩანაწერი მთელ მსოფლიოში, მათგან მილიონ ორასიათასი ატვირთვისთანავე დაიბლოკა. თავის წერილში Sandberg-ი ამბობს, რომ კომპანია მიიღებს სამეტაპიან ზომებს.  

პირველი ნაბიჯი - Facebook-ი ჩართვისთანავე შეისწავლის, გაანალიზებს იმ ლაივ-ვიდეოებს, რომლებიც საზოგადოებრივ ნორმებს არღვევს. კომპანია უფრო მეტ რესურს ჩადებს სისტემებში, რომელთაც შეუძლია მოახდინო ძალადობრივი ვიდეოების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვიდეო დარედაქტირებულია. Sandberg-მა აღნიშნა, რომ ძიებისას იპოვეს ზემოთხსენებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო 900-ზე მეტი ვარიაცია. 

მეორე ნაბიჯი - „მიღებულ იქნება უფრო გადამწყვეტი მეთოდები ჩვენს პლატფორმაზე სიძულვილის მოსასპობად“. მიმდინარე კვირაში Facebook-მა უკვე გააჟღერა, რომ იგი კრძალავს თეთრი ნაციონალისტური და სეპარატისტული ფაქტორების შემცველ კონტენტს. 

Sandberg-ი აცხადებს, რომ კომპანიამ პლატფორმიდან უკვე წაშალა მსგავსი ორგანიზაციების მთელი რიგი ჯგუფები, აგრეთვე დაბლოკავს ამგვარი ჯგუფების წამხალისებელ და მაქებარ კონტენტსაც 

მესამე, ბოლო ნაბიჯი, რომელსაც Sandberg-ი აღწერს, იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მხარდაჭერას გაუწევს „ოთხ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულნი არიან კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებით ახალ ზელანდიაში. Facebook-ი მზადაა იმუშაოს კომისიასთან ერთად, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-საიტებისა და სოციალური ქსელების ფუნქციონირების შესწავლისთვის. მედია-პლატფორმებმა თავდასხმაში თავისი როლი იამაშეს. 

Sandberg-ის წერილში კონკრეტულად არ არის ახსნილი, თუ რას ნიშნავს ლაივ-ვიდეოების შეზღუდვა, თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდი: მაგალითად, თუკი კონკრეტულმა ადამიანმა ოდესმე დაარღვია ვებ-გვერდზე საზოგადოებრივი სტანდარტები, სავარაუდოდ ამგვარ პირებს შეეხება გადამოწმება და შეზღუდვა. ბოროტმოქმედმა თავდასხმა თავად გაიაღო, თავდაპირველად ჩანაწერი მხოლოდ 200-მა პირმა ნახა, ტექნოკომპანიები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ვიდეოს გავრცელებისთვის. Facebook-ი მსგავს პრობლემას შეეჯახა 2017 წელსაც, როდეაც Cleveland-მა მკვლელობის ამსახველი ვიდეო თავის პროფილზე გამოაქვეყნა, სადაც იგი რამოდენიმე საათის განმავლობაში იყო განთავსებული. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.