Jump to content

გაფრთხილება ახალი ანგარიშის მიხედვით: კრიპტო ბირჟების ბრუნვის 87% პოტენციურად საეჭვოა


Recommended Posts

image.png

The Tie-ს ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოსავალუტო ბირჟების ბრუნვის თითქმის 90% შესაძლოა არასაიმედო იყოს. 

97 ბირჟაზე მონაცემების შეგროვებისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომხმარებლების  

მიერ მოზიდული თანხების მოცულობა რეალურად უბრალოდ არ არსებობს. 

აღმოჩენა ეხება როგორც ნაკლებად ცნობილ ბირჟებს, ასევე ისეთ მსხილ და სახელგანთქმულ კომპანიებს, როგორებიცაა Binance და Kraken. 

საერთო ჯამში გამოვითვალეთ: ჩვენი შეფასებით  ბირჟების 87 % იტყობინება, რომ სავაჭრო ბრუნვა პოტენციურად საეჭვო ჩანს და ბირჟების 75% მათზე რაიმე სახის საეჭვო აქტივობას ახორციელებს“ - წერს The Tie. ორგანიზაციამ ასევე დაამატა: 

თითოეულ ბირჟა რომ ჰქონოდა ისეთი საშუალო ვიზიტი/სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი, როგორც  აქვთ CoinbasePro-, Gemini-, Poloniex-, Binance-სა და Kraken-ს, 100 მსხვილი ბირჟის ვაჭრობის მთლიანი მოცულობა დღეში 2,1 მლრდ იქნებოდა. ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 15,9 მლრდ აშშ ოლარს შეადგენს“. 

კრიპტო ბირჟები ხშირად ხვდება ბრუნვის მოცულობის შესახებ არასწორი მოხსენების გამო ბრალდებების ქვეშ: ანალოგიური შეტყობინება გამოქვეყნდა 2018 წლის მარტშიც, ადაც მოცემული იყო ხსენებული ბირჟებისადმი გაფრთხილება მსგავსი პრობლემის შესახებ. 

Binance-ის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ რესურსების დათვლისას დაბნეულობა CoinMarketCap-მა შეიტანა. 

„რატომ ახდენენ ბირჟები ბრუნვის მოცულობის გაყალბებას?“ - The Tie-ს ამ კითხვას Zhao-მ ამგავრად გასცა პასუხი: 

CoinMarketCap-ი ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტია ჩვენს სფეროში და იგი ყველაზე დიდი რეფერალია ყველა ბირჟისთვის. CMC-ის მაღალი რეიტინგი უპირატესობას იძლევა მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, თუმცა პროფესიონალი მომხმარებლებისთვის სანდობის შემცირების ხარჯზე“.  

Zhao-ს იგივე აქვს ნათქვამი CoinMarketCap-ის შესახებ გასული წლის დეკემბერში, როდესაც ფოკუსირება მოახდინა 25 საუკეთესო Bitcoin (BTC) trading pair-ზე. 

ამასთან, გასულ თვეში Cointelegraph-ისგან ცნობილი გახდა, რომ კრიპტო გაცვლების საერთო მოცულობა დაეცა 2017 წლის მაისის მინიმუმამდე. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.