Jump to content

Tesla-ს სამომავლო პიკაპის ფოტოები დიზაინერებისგან


Recommended Posts

რამოდენიმე დღის წინ კომპანია Tesla-მ წარადგინა ახალი ელექტო ქროსოვერი Model Y. აღმოჩნდა, რომ კომპანიის ერთ-ერთ სადემონსტრაციო ვიდეორგოლში დამალული იყო „სააღდგომო კვერცხი“ - მომავალი პიკაპის თიზერი, თუმცა იგი პრაქტიკულად ვერავინ შენიშნა. ამიტომ ილონ მასკმა გადაწყვიტა გაესაჯაროვებინა საიდუმლო გამოსახულება, შედეგა კი მომხმარებლები კიდევ უფრო საგონებელში ჩააგდო. თითქმის გაურკვეველია, სამომავლო ავტომობილის რომელი ნაწილია ფოტოზე გამოსახული, დიზაინერებმა კი გადაწყვტეს დამოუკიდებლად ახადონ ფარდა საიდუმლოს. 

image.jpeg 

რამოდენიმე თვის წინ მასკი ამბობდა, რომ პიკაპის დიზაინი მას შთააგონა Blade Runner-ის კიბერპანკ-სამყარომ. ამასთან, განაცხადა, რომ არ აღელვებს, თუკი მეტისმეტად თამამი გადაწყვეტილებების გამო ეს ავტომობილი მომხმარებლებში დიდად პოპულარული ვერ გახდებ. მასკი ამბობდა, რომ ფუტურისტული მინი-სატვირთოს გამოსვლის შემდეგ იგი გამოუშვებს უფრო მოკრძალებულ და ჩვეულებრივი დიზაინის მქონე მოდელს. 

image.jpeg 

რესურს Electrec-ს ერთ-ერთმა დიზაინერმა, შონ სპარლინგმა გაუზიარა სამომავლო ელექტრო პიკაპის საკმაოდ „უხეში“ 3D მოდელის მონახაზი. მისი აზრით, პიკაპს საკმაოდ გრძელი კაპოტი ექნება, თუმცა მცირე დეტალიზაციის გამო მომავალი ავტომობილის რაიმე განსაკუთრებელი მახასიათებლის გამორკვევა ჯერჯერობით შეუძებელია. 

image.png 

ზოგიერთი დიზაინერი მიიჩნევს, რომ Tesla-ს გამიზნულად შეჰყავს საზოგადოება დაბნეულობაში და გამოსახულების კუთხე შეცვლილია. სრულიად შესაძლებელია, რომ თიზერში საბარგულის მხარე ჩანს - თუკი შევადარებთ ორი წლის წინანდელ გამოსახულებას, საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაა შესაძლებელი. 

image.jpeg 

ასევე არსებობს აზრი, რომ ფოტოზე პიკაპის სატვირთო სივრცეა გამოსახული. დიზაინერების ერთ-ერთ ქმნილებაზე შესაძლებელია ვიხილოთ სამომავლო პიკაპის უფრო სტრანდარტული იერსახე, მეორე ნიმუში კი უფრო მეტად შეესაბამება კიბერპანკის სტილს. 

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.