Jump to content

კოსმოსის გავლენა ასტრონავტებზე: როგორ მოქმედებს უწონობის მდგომარეობა ჯანმრთელობაზე


Recommended Posts

კოსმოსურ მოგზაურობამდე და მას შემდეგ გადაღებულმა ასტრონავტების ტვინების სკანირებამ აჩვენა თეთრი ნივთიერების ცვლილება იმ სფეროებში, რომლებითაც კონტროლდება მოძრაობა და მუშავდება სენსორული ინფორმაცია. მდგომარეობის გაუარესება დაბერების თანამდევი პროესის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეიძლება აიხსნას, ზოგიერთ ასტრონავტს რატომ აქვს დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კოორდინაციის პრობლემები - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი რეიჩელ სეიდლერი. 

image.jpeg 

საინტერესო ის არის, რომ ტვინის ნივთიერების ცვლილება უფრო მეტად გამოხატულ იქნა იმ პირებში, ვისი კოსმოსური მისიებიც ხანმოკლე იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ ადამიანის ტვინს აქვს ადაპტირების უნარი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. 

კოსმოსური დაავადების სიმპტომები 

კვლევის ფარგლებში შემოწმდა NASA-ს 15 ასტრონავტის დასკანერებული ორგანოები. სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ ცერებრალური სითხე გროვდებოდა თავის ტვინის ფუძეში კოსმოსური ფრენის შემდეგ.  ასტრონავტების ტვინის ადგილმდებარეობა თავის ქალაში იყო სტრანდარტულზე შედარებით მაღლა მიკროგრავიტაციიდან გამოსვლის შემდეგ. 

„ვიცით, რომ კოსმოსში ყოფნისას თავში სითხე ირევა“ - აცხადებს სეიდლერი. „როდესაც უყურებთ ასტრონავტების ფოტო-ვიდეოებს, მათი სახეები ხშირად შესიებულივით გამოიყურება, რადგანაც გრავიტაციას ვერ ჩაჰყავს სითხე სხეულის ქვედა ნაწილში“. 

მისი სიტყვებით, იგივე გავლენა შეიძლება იყოს ცერებრული სითხის თავის ქალაში მოხვედის შემთხვევაშიც, რამაც შესალოა ხელი შეუწყოს ნეიროოკულარული სინდრომის გამოვლინებას, როდესაც მხედველობის ნერვი გადაიხრება და მხედველობა იცვლება. 

თეთრი ნივთიერების ბალანსის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება დედამიწაზე დაბრუნებიდან რამოდენიმე კვირაში, თუმცა ტვინში გამოწვეული ცვლილებები გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება. სამომავლო კვლევებში სეიდლერი და მისი კოლეგები გეგმავენ შეაფასონ სკანირების შედეგები ექვსთვიანი კოსმოსური ფრენების შემდეგ, რათა იხილონ რამდენ ხანს ნარჩუნდება ცვლილებები და კონკრეტულად რა იწვევს მათ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.