Jump to content

ბოლო 30 დღის განმავლობაში აღმოჩენილია 40-ზე მეტი ბაგი ბლოკჩეინ და კრიპტო პლატფორმებზე


Recommended Posts

image.png

White Hat ჰაკერებმა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში აღმოაჩინეს 40-ზე მეტი ბაგი კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-პლატფორმებზე - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო The Next Web (TNW). 

TNW-ის კვლევის თანახმად, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული, 13 თებერვლიდან 13 მარტამდე დაფიქსირდა 13 კომპანიის ხელყოფა - ჯამში 43 შეტყობინება დაუცველობის შესახებ.  

ბლოკჩეინის სფეროში ელექტრონული სპორტის გეიმინგ-პლატფორმა Unikrn-ის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი მოხსენება (12 შემთხვევა) დაფიქსირდა ხელყოფის შესახებ. მას მოსდევს OmiseGo დეველოპერი 6 შემთხვევით. მესამე ადგილზეა EOS – 5 შემთხვევით. 

Tendermint-ის კონენსუსის ალგორითმი და P2P ქსელური პროტოკოლი ოთხჯერ აღმოჩნდა დაუცველი. მას მოჰყვება ბაზრის პროგნოზირების დეცენტრალიზებული პროტოკოლი Augur-ი და სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Tezos, თითოეული მათგანის შემთხვევაში სამ-სამი შემთხვევა მოხდა. შეტყობინებების თანახმად, ანონიმურობაზე ორიენტირებულმა კრიპტოვალუტებმა - Monero, ICON და MyEtherWallet-მა  წარადგინეს ორ-ორი მოხსენება თითოეულის შემთხვევაში. 

მსხვილ ამერიკულ კრიპტო ბირჟა Coinbase-მა და ბლოკჩეინ-ბრაუზერის - Brave Software-ის მწარმოებელმა კომპანიამ თითოჯერ მიიღეს შეტყობინება დაუცველობის შესახებ. 

ჰაკერებმა საერთო ჯამში 23 675 დოლარი მიიღეს თავიანთი ძალისხმევის გასამრჯელოს სახით.  კომპანიებიდან ყველაზე მეტი თანხა - 8 500 დოლარი Tendermint-მა გადაიხადა. EOS-მა 5500 დოლარი გასცა ჯილდოდ, Unikrn-მა - 1375 დოლარი. TNW აცხადებს, რომ მცირე ოდენობის თანხა იმაზე მეტყველებს, რომ ბაგები არ აღმოჩნდა კრიტიკულად სახიფათო. 

საპირისპიროდ, EOS-მა ათიათასობით დოლარით დააჯილდოვა white hat-ჰაკერები, რომლებმაც კრიტიკული ხელყოფა აღმოაჩინეს პლატფორმაზე.  

მიმდინარე კვირაში hardware-საფულეების მსხვილმა მწარმოებელმა Ledger-მა აღმოჩინა დაუცველობა თავისი პირდაპირი კონკურენტის - Trezor-ის მოწობილობებში. სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია Trezor-ის მოწყობილობების იმიტირება, თუკი მოხდება შენიღბვა მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.  

Trezor-ის რეაგირებას რაც შეეხება, კომპანიამ განაცხადა, რომ Ledger-ის მიერ გამოვლენილი არც ერთი სისუსტე არ წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს აპარატული საფულეებისთვის. მისი წარმომადგენლის თქმით, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება გამოყენებული დისტანციურად, რადგანაც შეტევის განხორციელებისთვის საჭიროა „ფიზიკური წვდომა მოწყობილობასთან, სპეციალური აღჭურვილობა, დრო და ტექნიკური ცოდნა“. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.