Jump to content

ნეიროქსელი პიკასოს ფასად: ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნახატებს აუქციონზე გაყიდიან


Recommended Posts

ლონდონში გამართულ სოტბის აუქციონზე გასაყიდად იქნა გამოტანილი უცნაური ლოტი - ინსტალაცია, რომლის მთავარი ელემენტი ნეიროქსელია - იგი მუდმივად ახდენს უნიკალური პორტრეტების გენერირებას. პროექტი, სახელად Memories of Passersby 1 ხელოვნური ინტელექტისგან შექმნილი მეორე ნიმუშია, რომელიც გასაყიდად წარადგინეს. ამასთან, იგი პირველი ნეიროქსელია, რომელიც სპეციალურად აუქციონისთვის შეიქმნა. 

image.jpeg 

ინსტალაცია ორი ეკრანისგან შედგება, რომლის ნაწილებიც მცირე ზომის კომოდით არის დაკავშირებული. სწორედ ამ „კომოდშია“ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დამოუკიდებლად ახდენს გამოსახულებების გენერირებას. როგორც პროექტის ავტორი მარიო კლინგემანი აცხადებს, ამ ლოტის მყიდველი უზრუნველყოფილი იქნება ორიგინალური პორტრეტებით მთელი ცხოვრების მანძილზე  (პორტრეტები ცვლის პროცესში არასდროს განმეორდება).  

image.jpeg 

ნეიროქსელის სწავლებისთვის გამოყენებულ იქნა ათი ათასობით ნახატი ევროპული ხელოვნების ნიმუშებიდან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თვითსწავლა, რისთვისა მისმა შემქმნელმა იგი უამრავი ალგორითმით აღჭურვა. ინსტალაციის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ ელექტროენერგია, ყველაფერ დანარჩენზე თავად ნეიროქსელია პასუხისმგებელი. 

ინსტალაციის საწყისი ფასი 40-50 ათას დოლარს შეადგენს, თუმცა საბოლოო ფასმა შესაძოა მილიონსაც მიაღწიოს. გასული წლის ოქტომბერში სხვა ნეიროქსელის მიერ შექმნილი ნიმუში - „ედმონდ დე ბელამის პორტრეტი“ Christie’s-აუქციონზე 432 ათას დოლარად გაიყიდა. ამ „შედევრის“ გაყიდვა უჩვეულო იყო არა მარტო იმიტომ, რომ ეს პირველი შემხვევა იყო აუქციონის 252-წლიან ისტორიაში, როდესაც რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდა, არამედ იმიტომაც, რომ ლოტის მოსალოდნელ გასაყიდ ფასად თავდაპირველა მხოლოდ 7-10 ათასი დოლარი მოიაზრებოდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.