Jump to content

ახალი ანგარიშის თანახმად Bitcoin Mining-იდან მოგება 18-თვიანი მინიმუმიდან ნელ-ნელა აღდგენას იწყებს


Recommended Posts

image.png

Bitcoin (BTC) Mining-იდან მოგებებმა დაიწყო ზრდა 18-თვიანი მინიმუმის შემდეგ - ადასტურებს კრიპტოსავალუტო საინფორმაციო წყაროს - Diar-ის 4 მარტის სტატისტიკური მონაცემები. 

მაინერებისთვის საგანგაშო წლის ბოლოს თებერვალში მოგების მოცულობა 2017 წლის შემდეგ არნახულ მინიმუმამდე დავიდა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ი იმყოფებოდა მატების პროცესის დასაწყისში. 

მაინინგ-საქმიანობის მოგებამ თებერვალში 195 მლნ დოლარი შეადგინა, იანვარში ეს მაჩვენებელი იყო 210 მლნ დოლარი. რეკორდულად დიდი მაჩვენებელი კი (951 მლნ $) 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა  bull run-ის დროს. 

საქმეს ართულებს ის ფაქტიც, რომ ოპტიმალური აპარატურით აღჭურვილმა მაინერებმა, რომლებმაც თავის დროზე შეღავათიან ფასში შეიძინეს ელექტროენერგია, ასევე განიცადეს მოგების შემცირება და იძულებულნი გახდნენ გაეზარდათ ე.წ. "ჰეშ დატვირთვა" რათა დადებით ბალანსში დარჩენილიყვნენ ფინანსურად“ - აღნიშნავს Diar. 

როგორც Cointelegraph-ი გვაცნობებს, 2018 წლის ბოლო ორი თვე ფინანსურად არამომგებიანი იყო მაინერებისთვის. ნოემბრის შუა პერიოდში დაახლოებით 50%-იანი ფასების ვარდნამ კრიპტოვალუტებზე გამოიწვია დროებით ქაოსი, კერძოდ, ჩინეთის მაინინგ-ქომიუნითის გაფრთხილებამ, რომ ქსელის წარმადობა მალე დაზარალდებოდა. 

მომდევნო თვეში დაიწყო ფორმის დაბრუნების პროცესი, სირთულეებთან ადაპტირება მიმდინარე პირობებში და შემდეგ დანაკარგების აღდგენა. 

Diar-მა პროგრესი დაადასტურა და აგრეთვე აღნიშნა, რომ მთლიანი მოგება მათთვის, ვინც Bitmain’s Antminer S9-ზე მოქმედებდა, წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესდა. 

თავად Bitmain-მა ბაზრის ზრდის შენელებული ტემპის გავლენა განიცადა, აგრეთვე Cointelegraph- იტყობინება შემცირებების ტალღის შესახებ, რომელმაც გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა და გარკვეული იურისდიქციებიდან გამოსვლა. 

ასოცირებული კომპანიები, რომელთაც შეხება აქვთ მაინინგ-სექტორთან, მაგალითად NVIDIA, აგრეთვე ინფორმირებულნი არიან შემოსავლების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ  ბაზრის არასტაბილურობის გათვალისწინებით. 

 

  • Like 1
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...