Magdalena Posted March 6, 2019 Share Posted March 6, 2019 2019 წლის დასაწყისში ჩინეთმა წარმატებით დასვა კოსმოსური აპარატი “Chang’e 4” მთვარის უკანა ბნელ მხარეზე, როვერმა გადაიღო უამრავი ფოტო და ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერიმენტი. ქვეყანას კიდევ ბევრი გრანდიოზული გეგმა აქვს კოსმოსის დაპყრობასთან დაკავშირებით - მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება მთვარეზე ახალი მთვარემავალის - “Chang’e 5”-ის გაგზავნა, ერთი წლის შემდეგ კი დაგეგმილია საკუთარი მარსმავლის შექმნა. ამგვარი გრანდიოზული მისიებისთვის საჭიროა ადამიანების გულმოდგინედ მომზადება, ამიტომ ჩინეთის ტერიტორიაზე გაიხსნა ბანაკი, რომელში მცხოვრები ადამიანებიც თავს წითელი პლანეტის პირველ სტუმრებად იგრძნობენ. ბანაკი განთავსებულია შორეულ უდაბნოში, პროვინცია ცინხაისგან მოშორებით. ახალი „პარკის“ წარმომადგენლების თქმით, ეს ადგილი საუკეთესოა ბანაკის დაარსებისთვის, რადგან იგი მეტნაკლებად მარსს წააგავს. ტერიტორია მაქსიმალურად მშრალია - მთელი წლის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა 16 მილიმეტრს არ აღემატება. ბანაკის ფართობი 300 კვადრატულ მეტრზე მეტია, იგი შედგება კოსმოსური აპარატებისთვის განკუთვნილი იმპროვიზებული დასაფრენი მოედნისა და დახურული ტერიტორიისგან, სადაც მაცხოვრებლები ბინადრობენ. ბანაკში კარვებში საერთო ჯამში თავსდება 160 ადამიანი, ამასთან ბანაკში მცხოვრებლები შეიძლება იყვნენ არა მარტო მეცნიერები, არამედ ჩვეულებრივი ტურისტებიც. ბანაკის მშენებლობას ცოტა დრო დასჭირდა - პროექტზე მუშაობა დაიწყო გასულ წელს. ცნობილია, რომ მასზე დაახლოებით 22 მლნ დოლარი დაიხარჯა. პროექტის მთავარი მიზანი იყო აჩვენოს მოსახლეობას - როგორი იქნება მარსული კოლონიები და რა პირობებში მოუწევთ კოლონისტებს იქ ცხოვრება. https://hi-news.ru/space/v-kitae-otkrylsya-lager-v-kotorom-mozhno-pochuvstvovat-sebya-pervym-kolonistom-marsa.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.