Jump to content

Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ რემონტის მსვლელობას


Recommended Posts

მარტის დასაწყისში ილონ მასკმა გამოაცხადა Tesla-ს საცალო მაღაზიების დაკეტვისა და ონლაინ-გაყიდვებზე გადასვლის შესახებ. ახალმა სტრატეგიამ მას საშუალება მისცა მნიშვნელოვნად შეემცირებინა ავტომობილების საფასური - როგორც უკვე ვიცით, Tesla Model 3 უკვე 35 ათასი დოლარი ღირს. ამის პარალელურად კომპანიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ გაუმჯობესდებოდა ელექტრომობილების მომსახურების სერვისი. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა - თვალყური ადევნონ რემონტის პროცესს და მიიღონ შეტყობინება, როდესაც მანქანის შეკეთება დასრულდება. 

image.jpeg 

ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა Tesla-ს მობილური აპლიკაციის განახლების შემდეგ. მისით სარგებლობისას მომხმარებლები ხედავნ კონკრეტულ მომენტში რისი შეკეებითაა დაკავებული ხელოსანი. მაგალითად, აპლიკაცია აჩვენებს ნაწილების მოლოდინის სტატუსს, ელექტრომობილის მდგომარეობას და მის მზადყოფნას გამოყენებისთვის. სარემონტო სამუშაოების დარულების შემდეგ აპლიკაცია მფლობელს შეტყობინებას უგზავნის. 

კომპანია ირწმუნება, რომ მომავალში ხარისხი მუდმივად გაუმჯობესდება. ამისათვის მოხდება დიდი რაოდენობით თანხის ინვესტირება მომსახურებაში და კომპანია მიაღწევს იმას, რომ სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ქვეყანაში, სადაც Tesla- ელექტრომობილები მოძრაობს. კომპანია აგრეთვე თვალყურს მიადევნებს, რომ სერვის-ცენტრებმა არ დაუშვან - დიდი დრო დასჭირდეს საჭირო ნაწილების მოძიებას. გარკვეული დროის წინ ილონ მასკმა მოყვა, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ცენტრი ავტონაწილებს ადგილობრივ მწარმოებელს უკვეთავდა, ისინი კი მიწოდებას ყველაზე გრძელი გზით ახორციელებდნენ - სხვა ქვეყნის გავლით. 

image.jpeg 

ნაწილების მიწოდების ხანგრძლივი დრო Tesla-ს სერვის-ცენტრების მავარ პრობლემას წარმოადგენს. Electrek-ის ერთ-ერთმა ავტორმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ მცირე ხნის წინ მონრეალის ცენტრს 4 დღე დასჭირდა იმის გასაგებად, რომ არ შეეძოთ ზამთრის საბურავების შეკვეთა. ამის გამო რემონტის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. 

აღსანიშნავია, რომ Tesla- ელექტრომობილების რემონტირება თავად მფლობელებსაც შეუძლიათ. სპეციალურად ამისთვის კომპანიამ გამოუშვა სახელმძღვანელო და გასცა ნებართვა - გაიყიდოს ავტონაწილები ნებისმიერ მსურველზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.